ჩრდილი(სიკვდილის უღელტეხილი)

ტეგები

, , ,

ჩრდილი
სიკვდილის უღელტეხილი

ღამეა და თითქოს ამით ყველაფერია ნათქვამი.ცაზე დიდი,ბრდღვიალა მთვარე ჰკიდია.ცდილობს გაუნათოს მწუხარებისგან გადაღლილ ხალხს გზა,მაგრამ ამის საშუალებას წვიმით გაჟღენთილი ღრუბლები არ აძლევს.ყველაფერი ჩაბნელებულია თითქოს სამყარომ ფერები დაკარგა.ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა. უეცრად, ლამპიონის შუქით განათებულ გზაზე, ვიღაცის გრძელი ჩრდილი დაეფინა.
-ბაბუ,შენ არ წამოხვალ?-დაბნეულმა გახედა ბაბუას 20 წლის ბიჭმა რომელსაც პატარა ,ხუთი წლის გოგონა ჰყავდა ხელში აყვანილი,მოხუცმა თავი გააქნია და ბიჭს ზურგჩანთა მიაწოდა.ბიჭმა ზურგჩანთა ზურგზე მოიკიდა,ბაბუამ კი ორივე შვილიშვილს შუბლზე აკოცა.პატარა გოგონას ცეცხლისფერ თმაზე მიეფერა და გაუღიმა.
-თქვენ წადით,ბაბუ გენაცვალოთ. აქედან ცოცხლებმა გააღწიეთ და მეტი არაფერი მინდა.
-ბაბუ,რატომ რჩები? წამოდი ჩვენთან ერთად!-წამოიძახა ნაწყენმა ბიჭმა.
-ბექა,მისმინე ბაბუ. მე აქ უნდა ვიყო,ჩემი სახლკარი უნდა დავიცვა!-თქვა და ბექას თოფისკენ მიუთითა რომელიც სახლის კართან იყო მიყუდებული.
-სერიოზულად?-გაბრაზდა ბექა- სანადირო თოფით აპირებ სახლის დაცვას?
-შენ რა გესმის ბაბუ!-დანანებით ჩაილაპარაკა მოხუცმა-ეს სახლი ჩემი ხელით ავაგე! ამ სახლს არ დავტოვებ,აფხაზეთია ჩემი მშობლიური კერა.
-კარგი რა ბაბუ…ჩვენ მარტო გვიშვებ?
-შენს თავს და შენს დაიკოს მიხედე!-გოგონა ბაბუამ გამოართვა და ძლიერად ჩაიკრა გულში,პატარამაც თითქოს ბაბუის გულისტივილი იგრძნო,ხელები მჭიდროდ მოხვია კისერზე და ლოყა ლოყაზე მიადო.მკერდში ჩაკრული პატარა რაღაცას ეტიტინებოდა მოხუცს,მაგრამ ბაბუს აღარ ესმოდა,ფიქრებით შორს იყო:როგორ გააღწევდნენ სამშვიდობოს,სად დაბინავდებოდნენ,როგორ იცხოვრებნდენ შემდგომ…
-არ გამიშვა ბაბუ.-ამოიბურტყუნა პატარა ლიკამ მაგრამ ბაბუამ ლიკა კვლავ ბექას გადასცა,ლიკა ახლა მის ძმას მოეხვია.
-მანქანით მიდიხართ?-იკთხა უეცრად მოხუცმა.
-არა საშიშია,უკვე 2 მანქანა ააფეთქეს და გზებს დარაჯობენ.ფეხით მივდივართ,ჯერ ტყეში მერე კი საკენი-ჭუბერის უღელტეხილით გადავალთ სვანეთიში.
-ფრთილად იყავით. ლიკას გაუფრთხილდი.-ამოიხვნეშა მოხუცმა და შვილიშვილები ბოლოჯერ ჩაიკრა გულში.დალოცა და გაუშვა. ქართველები მასიურად ტოვებდნენ აფხაზეთეს.ტოვებებდნენ წლობით ნალოლიავებ ეზო-კარს და მიდიან,მიდიან საით არავინ იცის.თან არაფერი მიაქვთ და არც არაფერი მიჰყავთ.ყველას თავისი სიცოცხლის გადარჩენა სწადია. გუმისთის ფრონტზე ძლიერი შეტევა იწყება.რუსები ცეცხლს ხსნიან. მანქანით გასვლა შეუძლებელია,ბომბებს პირდაპირ ცენტრალურ ქუჩებს უშენენ .ბევრმა მაინც გაბედა მანქანით წასვლა…ბევრი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. ყველა მიდის ქალაქიდან,მხოლოდ მოხუცები რჩებიან.იბრძვიან თავიანთი სახლისთვის სანადირო თოფებით.მაგრამ წინააღმდეგობა უაზროა…
ბექა წინ მიიწევს და გულში ძლიერად იკრავს მის დაიკოს,ერთადერთს რისთვისაც სიცოცხლე უღირს,ტყე ჩაბნელებულია,სიარული ჭირს,მაგრამ ფანარს მაინც არ ანთებენ.შიში იპყრობთ ,ვაითუ შეამჩნიონ.პატარა გოგონა კი ქალაქისკენ იწვდის ხელებს და სოხუმში დარჩენილ ბაბუას გულამოსკვნილი ეძახის..
მისი ძახილი მტრის საარტილერიო სროლების ხმაში იკარგება.სოხუმის დაბომბვა იწყება…
დალის ხეობმამდე ძლივს მიაღწია ბექამ,დაიღალა მაგრამ არ იმჩნევდა,ცდილობდა განეგრძო გზა რომ სამშვიდობოს გასულიყო.მის გულს უფრო ამძიმებდა დალის ხების საშინელი სურათის ნახვა.უამრავ კილომეტრზე იყო გადაჭიმული ხალხის ცოცხალი ჯაჭვი.მიდიოდნენ გატანჯულები,მწყურვალები,მშივრები… მიდიოდნენ მაგრამ არ იცოდნენ სად,მხოლოდ სამშვიდობოს უნდოდათ გაღწევა.სადაც არ დაბომბავდნენ ,სადაც არ დაიღვრებოდა ამდენი სისხლი.მხოლოდ მათ თავზე და მათ ოჯახზე ფიქრობნენ,მათი უმთავრესი მიზანი სიცოცხლის შენარჩუნება იყო.გზა კი კლდეებს შორის მიიკლაკნებოდა და დაუსრული არ ჩანდა.
ირიჟრაჟა,ცას მტრედისფერი დაედო,ჩაბნელებული ხეობა ოდნავ განათდა…
ბექამ უკვე შუა გზაზე იგრძნო სისუსტე და ფეხებში ძალა გამოეცალა,ჩაიჩოქა და ხელში აყვანილი ლიკა მიწაზე დასვა.
-ბექა,წავიდეთ რაა,მეშინია!-ხელზე დაქაჩა ლიკამ,მაგრამ ძმას ძვრა ვერ უყო.ხალხი პატარა გოგონას მიაშტერდა რომელიც სულ ტყუილად ცდილობდა ძმის წამოყენებას,პატარა გოგონას მიმართ თანაგრძნობა მხოლოდ წამიერი იყო ,ხალხის ნაკდმა კვლავ გააგძელა სვლა.
-ბექა,ადექი!-ამოისულუკუნა ლიკამ და ძმას ჩაეხუტა,მხულებზე დაცემულმა ბექამაც მოხვია ხელები და გულში ძლიერად ჩაიკრა.შემდეგ კი დაიკოს ლოყებზე ჩამოსული ცრემლები შეუმშრალა.
-თქვენი შვილია?-იკითხა იქვე გაჩერებულმა გოგონამ,ბექამ გოგონას ახედა და თავი გააქნია.მის გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა გოგონას თაფლისსფერი თვალები რომელშიც უკიდეგანო სევდა ჩასდგომოდა,წითელი ტუჩები და ცეცხლისფერი თმები. სწორედ ისთი როგორიც ლიკას ჰქონდა,თეთრი კაბა რომელიც ზოგან სისხლის ლაქებით იყო დაფარული.
-ჩემი დაა!-ამოიჩურჩულა და ლიკა უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში,თითქოს ვინმე წაართმევდა.
“თუ არ ადგები,მას ომი წაგართმევს.მის სიცოცხლესაც შეიწირავს როგორც დედაშენის სიცოცხლე შეიწირა!”-მოესმა შინაგანი ხმა და ცრემლები წამოსცვივდა.არასდროს უტირია მაგრამ ახლა ტიროდა,ტიროდა ამდენი ხალხის წინაშე და არ რცხვენოდა.მისთვის ახლა მთვარი იყო “სიკვდილის უღელტეხილი” გაეარა და არ მომკვდარიყო,ეცოხლა მისი დისთვის რომელიც ჯერ სულ პატარა იყო.ვერ შეძლებდა დაეტოვებინა მარტო.
-წამოდექით,მოგეხმარებით!-სევდიანად გაუღიმა გოგონამ დას ბექას ხელი გაუწოდა,ბექა წამოდგა და გოგონას დაეყრდო,ცალი ხელი კი ლიკას ჩასჭიდა.
-მე ნინია მქვია!-გაუღიმა და სვლა განაგრძო,ბექა ჩუმად იყო,მთელი ძალით უჭერდა მის დას ხელს.ეშინოდა თუ გაუშვებდა,დაკარგავდა.ისევე დაკარგავდა როგორც მამა და დედა დაკარგა.
-სულ ცოტა დარჩა!-ამოიჩურჩულა ნინიამ და ბექას გახედა.რამდენჯერაც ბექას ძალა გამოელია და მუხლებზე დავარდა,იმდენჯერ მიეშველა ნინია. ასე ლასლასით აიარეს აღმართი.მალე სამივეს სახე ღიმილმა გაანათა.მათ დაინახეს სოფელი.ისინი გადარჩნენ.სამივე ერთმანეთს ჩაეხუტა და ჩუმად აქვითინდა….უკან კი დარჩა გზა რომელმაც უამრავი ადამინის სიცოცხლე შეიწირა.
-არ ვიცი ჩვენ შევხვდებით კი ოდესმე?! მაგრამ ერთი ვიცი მე მუდამ მემახსოვრებით!-ამოიჩურჩულა ბექამ და ნინიას გახედა,ნინიას გაეღიმა ,მაგრამ მის სახეზე აღარ იყო სევდიანი ღიმილი,ეს უფრო სხვა ღიმილი იყო.სულ სხვაგვარი.აი იცით როგორი პატარა ბავშვს რომ შოკოლადს მისცემთ და ის ბედიერებით აღსავსე ღიმილს რომ გაჩუქებთ.სწორედ ასე იღიმოდა ნინიაც… მათ შეძლეს და გამოიარეს “სიკვდილის უღელტეხილი” ,მათ გადალახეს სიკვდილი..მათ ეს შეძლეს!
ომი-ის მოდის,ყველაფერს თელავს და არაფერს აქცევს ყურადღებას.მოდის,ჰაერში აიტაცებს ყველაფერს და ქარბორბალასავით დაატრიალებს .ზოგი დედას კარგავს,ზოგი მამას,მეგობარს ან ნათესავს,ზოგი კი შვილს.ის ყველაფერს ანადგურებს მის გზაზე ,ამაყად მოაბიჯებს და გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ბევრი იმსხვერპლა უმისმართოდ გასროლილმა ტყვიებმა..ქალაქის დამომბვამ… საკენი-ჭუბერის უღელტეხილმა…
1993 წლის 27 სექტემბერს საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში მიმდინარე ომი წააგო, სოხუმი დაეცა!
ომმა 15 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ხოლო 300 ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა.სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთიდან გამოხიზნული ქართველები სამეგრელოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. დევნილები იძულებულნი გახდნენ, აფხაზეთ-სვანეთის გზით წამოსულიყვნენ და ჭუბერი-საკენის უღელტეხილი გადმოევლოთ. ომს გადარჩენილმა ასეულობით ადამინმა სიცოცხლე სწორედ “სიკვდილის უღელტეხილზე” დაასრულა.
და ახლაც ამდენი წლის შემდეგ ყველა დევნილს ერთი რამ გვაერთიანებს : აფხაზეთის ომი რომელშიც ნათესავები,მეგობრები,ოჯახის წევრები დავკარგეთ და იმიედი… იმედი იმისა რომ ერთ დღესაც უკან დავბრუნდებით…ჩვენს მშობლიურ აფხაზეთში.

ჩრდილების ქალაქი (სრული მოთხრობა)

ტეგები

, ,

პროლოგი
კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩრდილების ქალაქში სადაც ოცნებებიც კი კოშმარებად იქცევა!
თავი 1
ქალაქ ცენტრალიაში ნისლივით დაძრწოდა კვამლი,რომელსაც ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული შეევსო. ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა,ლამპიონის შუქით ოდნავ განათებულ გზაზე,ვიღაცის ჩრდილი დაეფინა. წითელი მერსედესიდან გადმოსულმა ბიჭმა ქალაქი გაოცებით მოათვალიერა და თვალები მოიფშვნიტა,რომ დარწმუნებულიყო, არაფერი ეჩვენებოდა.
ვერაფერი დაინახა,ნისლივით ჩამოწოლილი კვამლის გარდა. ცენტრალიაში სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო. ჰაერში ფერფლის ფანტელები დაფაფატებდა და ნელ-ნელა ეშვებოდა ასფალტზე.
მთელ ქალაქში ნაცრისფერი ჭარბობდა. ყველაფერს დასდებოდა ფერფლი, მხოლოდ წითელ მერსედესი იდგა, ხელუხლებლად.
ასფალტი ზოგან დახეთქილი იყო ,ზოგან კი ამობურცული. ოდნავ მოჩანდა დამწვარი შენობები და ცეცხლისგან ხელუხლებლად დარჩენილი ეკლესია.
ბიჭმა კვლავ შეათვალიერა კვამლში ჩაძირული ქალაქი,მანქანის კარები ხმაურიანად მიხურა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. სითამამე მალევე გაუქრა როცა ქალაქში სირენების ხმა გაისმა, დაიძაბა მაგრამ სიარული მაინც გააგრძელა.
გრძნობდა სიმხურვალეს რომელიც მიწიდან მოდიოდა.
კვამლი რომ არ შეესუნთქა,პირზე ხელი აიფარა. ნაბიჯებს უაზროდ ადგამდა და ცდილობდა თავშესაფარი ეპოვნა,მაგრამ ქალაქში ყველაფერი ერთგვაროვანი ჩანდა. ყველგან კვამლის სქელი ფარდა იყო ჩამოფარებული.
-ეს უბრალოდ სიზმარია,მხოლოდ სიზმარი!-ბიჭი საკუთარ თავს უმეორებდა ,მაგრამ დამშვიდებას ვერ ახერხებდა,ბოლოს დანგრეული კედელს მიეყუდა და იქვე ჩაიკეცა.
სუნთქვა უჭირდა.კვამლი მის ფილტვებში აღწევდა და იფანტებოდა. თვალები ეწვოდა და გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას. თვალები მიეხუჭა,ყელი ჩაეწვა,სუნთქვა უფრო გაუძნელდა. ბიჭს თმა სახეზე ჩამოჰყროდა,წითელი ტუჩები ერთმანეთისთვის ძლიერად დაეჭირა,არათანაბრად სუნთქავდა,მწვანე თვალები დახუჭვოდა,კულულებზე ფერფლის ფანტელები ეფინებოდა,არ ახსოვდა როგორ მოხვდა ამ “იდუმალ” ქალაქში.
ახსოვდა,რომ ბევრი დალია… შემდეგ აღარაფერი.
“ოღონდ ახლა გადავრჩე და კლუბებს,სასმელს და ნარკოტიკებს აღარასდროს გავეკარები!”-ფიქრობდა ბიჭი.
დაბურულ ქუჩებს ოდნავ ანათებდა ლამპიონები,რომლებიც დღე და ღამ ენთო.
უეცრად ჩურჩული მოესმა და თავი აიძულა, თვალები გაეხილა. შეკრთა როცა ნაცრისფერ კომბინიზონში ჩაცმული ადამიანი მისკენ დაიხარა.მას სახეზე ნაჭერი ჰქონდა აფარებული.ქერა,გრძელი თმა უწესრიგოდ ეყარა მის მხრებზე,ცისფერ თვალებში გაოცება ედგა და ამ გაოცებით ბიჭს მიშტერებოდა.
-დამეხმარე!-ამოიჩურჩულა ბიჭმა როცა გოგო მისკენ დაიხარა,ის კი აკვირდებოდა ბიჭს და როცა დარწმუნდა,რომ ცოცხალი იყო,ხელი ჩასჭიდა და წამოაყენა,ბიჭი მას მიეყრდნო.
-რა გქვია?-ჰკითხა წკრიალა ხმით გოგონამ.
-ჰარი!-ძალაგამოცლილმა ამოიბურტყუნა. გოგომ ამოიოხრა და გზა განაგრძო,ჰარის ფეხები ეკეცებოდა,რამდენჯერმე დაეცა კიდეც,მაგრამ გოგონამ წამოაყენა და სიარული განაგრძო. მალევე კვამლში გახვეული ეკლესიას მიუახლოვდნენ,ეკლესიას ბათქაში ალაგ-ალაგ გადასცლოდა და წითელი აგურები მოჩანდა.მისი გუმბათი კი რძისფერ კვამლში იკარგებოდა. როგორც კი გოგონამ ეკლესიის კარები შეაღო,ჰარიმ საბოლოოდ დაკარგა გონება და სკამებთან ჩაკეცა. გოგონამ ქერა თმა შეისწორა და სახიდან აირწინაღივით აფარებული ნაჭერი მოიხსნა. ჰარის დააშტერდა,მას არასდროს ენახა უცხო ადამიანი ცენტრალიაში. თვალები გადაატრიალა და ბიჭს მხრებში ხელი ჩაავლო,შემდეგ კი მისი წამოწევა და სკამზე დასმა მოახერხა.
ქალქში კვლავაც ისმოდა სირენების ხმა.გოგონამ ეკლესიის კარები მოხურა და კვლავ ჰარის გახედა.
-ჯულიეტ,ეს ვინ არის?-პატარა ძამიკოს ხმა მოესმა ჯულიეტს,ჯულიეტმა გაოცებით აიჩეჩა მხრები,პატარა ძამიკოსთან მივიდა და ჩაიხურტა.
-ჯერემი,ისწავლე ქალაქის რუკა?
-შენ ჩემს კითხვას არ პასუხობ!-ამოიბუზღუნა ჯერემიმ-ვინ არის ის?-ჯულიეტს ჰარისკენ მიანიშნა,ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და გაიბუსხა.
-მას ჰარი ჰქვია!-ურალოდ უპასუხა ჯულიეტმა-მე ის გადავრჩინე!
სირენების ხმა შეწყდა და ორივემ სწრაფად გაიხედეს კარისკენ.
-ისეთი ვერაფერი ვიპოვე!-კარი ბუზღუნით შემოაღო მოხუცმა კაცმა-მხოლოდ თევზის კონსერვები და….-სიტყვა გაუწყდა როცა უცნობი დაინახა და სახიდან პირბადესავით აფარებული ნაჭერი მოიხსნა,ჯულიეტი კი წამოდგა და მოხუცს დამნაშავესავით მიაშტერდა.
-ეს ვინღაა?-გაოცებით იკითხა მოხუცმა,უცნობს დააკვირდა.
-როგორ ჩანს გზა აებნა და ქალაქში შემთხვევით აღმოჩნდა!-უდარდელად უპასუხა ჯულიეტმა და ძალით გაიღიმა.
-და შენც ის გადაარჩინე,არა?-დაიყვირა მოხუცმა-შენ ყველა არ უნდა გადაარჩინო ვისაც დახმარება სჭირდება!
-კარგი რა,მაიკ,რატომ არ გესმის,რომ ის მოკვდებოდა?
-ჯულიეტ!-გაბრაზებულმა- შეხედა მაიკმა-ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით ამ ქალაქში! არ შეგვიძლია კიდევ ერთი უმაქნისი არსება შემოვიმატოთ!
თავი 2
ჯულიეტს აღარაფერი უპასუხია,უბრალოდ თავი ჩახარა,მალევე სიჩუმე დაირღვა და კარები სამმა ადამიანმა შემოაღო, უხმოდ გაიარეს სკამების რიგი,თუმცა არცერთს არ მოუშორებია თვალი უცნობისთვის რომელიც კვლავაც უგონოდ იყო.
ორი ბიჭი და ერთი გოგონა იყო, ეტყობოდათ რომ დედმამიშვილები იყვნენ.
-ვინმე დამეხმარეთ,რომ ის ჩემს ოთახში შევიყვანო!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა და მათ გამკიცხავ მზერას თვალი აარიდა.
მაიკმა თვალები გადაატრიალა,მხარში ხელი ჩაავლო ჰარის და წამოაყენა,ჯულიეტიც დაეხმარა და ჰარი ჯულიეტის ოთახში შეიყვანეს.
ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი,ორი სავარძელი და კარადა იდგა.იასამნისფერი ფარდები ფანჯრის ნახევარს ფარავდა,გარეთ ნისლივით მოგზაურობდა კვამლი…
-შენ მის აქ დატოვებას აპირებ?-გამკიცხავად ჰკითხა მაიკმა.
-ძალიან გთხოვ არ დამიწყო ჭკუის სწავლება!-თვალები გადაატრიალა ჯულიეტმა-ქალაქი უკვე 50 წელია რაც იწვის! ჩვენ კი მხოლოდ შვიდნი ვართ! არასდროს მოსულან სხვა ქალაქიდან! არასდროს მინახავს ადამიანი,რომელიც ამ ქალაქის გარეთ ცხოვრობს,ის აქ დარჩება!
-კარგი!-ამოიხრა მაიკმა და დანებდა-ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთე 15 წუთით,ფილტვები კვამლისგან იქნება სავსე.
-მადლობა!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა როდესაც უკმაყოფილოდ დარჩენილმა მაიკმა კარები გაიხურა,ჯულიეტმა კი ჰარის გახედა.საწოლზე დააწვინა და ხელოვნური სუნთქვის აპარატი საწოლთან მიიტანა,აპარატი გაუკეთა და ჰარის სახეს დააშტერდა,ვერც კი შეამჩნია როგორ ჩაიკარგა მისივე ფიქრებში.
ფიქრობდა ყველაფერზე.ჰარიზე,ჯერემიზე,მაიკზე…
ანიტერესებდა ყველაფერი…როგორი იყო ცხოვრება ცენტრალიის საზღვრებს გარეთ. ცენტრალია უკვე ორმოცდაათი წელიწადია რაც იწვის.მიწის სიღრმიდან საშინელი სიმხურვალე ამოდის.მიწის ფენებში დატანილი ნახშირი იწვის. მიწა ოწვის…
როცა ქალაქის ევაკუაცია გამოცხადდა,ხალხი გაიხიზნა. ქალაქში მხოლოდ თერთმეტი მამაცი ადამიანი დარჩა.მათ შორის ჯულიეტის ბაბუაც.ჯულიეტი აქ დაიბადა,აქ სწავლობდა როგორ უნდა ეცხოვრა.
ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის,ბრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად.
ერთადერთი შენობა რომელიც უვნებლად გადაურჩა ცეცხლს,ეკლესია იყო.მის სქელ კედლებში და ფანჯრებში კვამლი ვერ აღწევდა,ამიტომაც იქცა ის გადარჩენილი ხალხის თავშესაფრად.
მაღაროელთა ქალაქში 50 წლის შემდეგ ცოცხალი მხოლოდ შვიდი ადამიანი იყო.
ჯულიეტს ფიქრები გაუწყდა როცა ჰარიმ მწვანე თვალები გაახილა და ჯულიეტს ახედა.ჯულიეტმა კი აპარატი სახიდან მოაშორა და გამორთო.
-სად ვარ?-მისუსტებული ხმით ამოილუღლუღა ჰარიმ რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი რომ ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდებოდა.
-ქალაქ ცენტრალიაში!-ლაკონურად უპასუხა ჯულიეტმა .არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი თუმცა ამ წუთს ჰარისთვის უამრავი კითხვის დასმა სურდა.
-ქალაქ ცენტრალიაში! ამერიკის ერთერთ ქალაქ-მოჩვენებაში!-აუხსნა ჯულიეტმა,ჰარის მწვანე თვალები ჯულიეტს ათვალიერებდა,მის თითეულ მოძრაობას აკვირდებოდა.
ჯულიეტმა სწრაფად გაიხადა უფორმო კომბინიზონი და ყელიანი სვიტერი,შემდეგ კი კარადიდან კუბოკრული სარაფანი გადმოიღო რომელიც თავად შეიკერა და გადაიცვა. ჰარი გაოცებით მიაშტერდა ჯულიეტის გამოყვანილ სხეულს,ჯერ კიდევ შოკში იყო ჯულიეტის სიტყვების გამო. ჯულიეტმა ჰარის მზერა აარიდა და თმები კოსად შეიკრა.
-აქ როგორ მოხვდი?-სწრაფად მიტრიალდა ჰარისკენ.
-მე..მე არ მახსოვს,ბევრი დავლიე!-განზე გაიხედა ჰარიმ,ჯულიეტმა კი ცალი წარბი ასწია და ეჭვით შეხედა.
-ჩემი მანქანა!-წამოძახა უეცრად და წამოდგომა დაპირა მაგრამ თავბრუ დაეხვა და კვლავ საწოლზე მიწვა,შემდეგ კი თვალები დახუჭა,ამოიხრა და თავი ბალიშს მიადო.
-წითელ მერსედესზე ამბობ?-ჩაიცინა ჯულიეტმა და კარადაში ქექვა დაიწყო,მალევე იპოვა მამაისის ტანსაცმელი,პერანგი და შარვალი გამოღო და ჰარის საწოლზე დაუდო.
-შეგიძლია ესენი ჩაიცვა!-გაუღიმა შემდეგ კი სწრაფად დასერიოზულდა-ხოლო რაც შეეხება შენს მანქანას,მას საბურავები აქვს ჩაჩუტული!
ჰარიმ დაბნეულმა შეხედა,ჯულიეტმა კი ჩაიღიმა და კარისკენ დაიძრა.
-5 წუთში შემოვალ.ჩაიცვი!-მიმართა ჰარის და ოთახი დატოვა.
თავი 3
დარბაზში გასულმა ყურადღება არავის მიაქცია,ჯერემის ხელი ჩაჰკიდა და გვერდზე გამოიყვანა.
-ჯერემი,ქალაქის რუკა ისწავლე? ხომ იცი,მუდამ შენს გვერდით ვერ ვიქნები,გზა ხომ უნდა გაიკვლიო კვამლში!
-ვისწავლე.-ამოიბუზღუნა ჯერემიმ-უკვე რვა წლის ვარ,ჯულიეტ! მარტოც შემიძლია გარეთ გასვლა!
-რვა წლის ბევრი გგონია?-თბილად გაუღიმა და მისი ძმის წინ ჩამუხლა-გინდა ტბაზე წავიდეთ? დაღამებამდე დიდი დრო გვაქვს.
-მინდა!-წამოიყვირა და ტაში შემოკრა ჯერემიმ,წამებში კი მისი პატარა ხელები გაშალა და ჯულიეტს ჩაეხუტა.
-წამოდი!-გაეცინა ,წამოდგა და ჯერემი მის ოთახში შეიყვანა.წამით ორივე გაშეშდა,როცა კლასიკურ,შავ შარვალში და თეთრ პერანგში გამოწყობილი ჰარი დაინახეს,ორივეს მამა მოაგონდათ.
-არ მიხდება,თუმცა რას ვიზამთ,დარწმუნებული ვარ ყველა ასეთი სტილის ტანისამოსი გექნებათ!-ამოიბუზღუნა ჰარიმ და მის წინ მდგარ და-ძმას მიაშტერდა,რასაც ჯულიეტის ჩაცინება მოჰყვა.
– ჩვენ ტბაზე მივდივართ,წამოხვალ?-ჰკითხა ღიმილით ჰარის და მანაც გაოცებით დაუქნია თავი. ჯულიეტმა ჯამში წყალი ჩაასხა და ნაჭრები დაასველა,შემდეგ კი დაბნეულ ჰარის და ჯერემის გაუწოდა.
-სველი ნაჭერს იმისთვის ვიყენებთ,რომ კვამლი ნაჭერში გაიჟღენთოს და ჩვენს ფილტვებში არ ჩააღწიოს!-აუხსნა ჯერემიმ როცა ჰარის გაოცებულ მზერას წააწყდა.
სამივემ უხმოდ გაიარა დარბაზი.
მხოლოდ ჰარი ათვალიერებდა ადანიანებს,რომლებიც მტრულად უყურებდნენ მას.
-არ შეიმჩნიო!-ყურში ჩასჩურჩულა ჯულიეტმა და ეკლესიის კარები გამოაღო,ჰარიმ კი სველი ნაჭერი სწრაფად აიფარა სახეზე.
***
ჯულიეტი სწრაფად მიიწევდა წინ, უკან ჯერემი და ჰარი მიყვებოდნენ,კვამლში გახვეულები.ისინი ერთმანეთს რაღაცას უჩურჩულებდნენ ხოლმე და ჯულიეტს მათ ქცევაზე ეღიმებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ კვამლის სქელი ფენა შესუსტდა და ხილვადობა უკეთესი გახდა,შემდეგ კი საერთოდ გაქრა.
მწვანე მთებს შორის ჩაკარგული ტბა გამოჩნდა, ჰარი კი ამ ყველაფერმა სასიამოვნოდ გააოცა.
შორს,თითქოს ნისლში ჩაფლული ქალაქი მოჩანდა.სანამ ჯულიეტი რამეს გააზრებას მოასწრებდა, ჯერემიმ მას ხელი ჭასჭიდა და ტბაში შევიდა,ჰარი კი იქვე,ქვაზე ჩამოჯდა და და-ძმის წუწაობას ღიმილით შეხედა.
ტბა კამკამა,თითქოს გამჭვირვალე იყო. მის ძირზე ჩანდა პატარა ქვები და ქვიშა.
-წყალი თბილია,ჩამოდი!-ჩაიცინა ჯულიეტმა და ჰარის დაუძახა.წყალი მართლაც სასიამოვნოდ თბილი იყო. ჰარიმ თავი გაქნია,უარყოფის ნიშნად და გაიღიმა,თუმცა ღიმილიანი სახე მალევე მოეღრუბლა.ნეტა ეძებენ?როგორ არის მისი და და დედა?
ფიქრებმა მოსვენება დაუკარგეს.
-რატომ ჩერდებით ქალაქში როცა შეგიძლიათ აქ შეაფაროთ თავი? აქ ხომ კვამლი არ არის?
-ეს ადგილი უფრო სახიფათოა ღამით, ტრიალი მინდორია,ტემპერატურა მაღლა იწევს,ტბა დუღდება ,სუნთქვა ჭირს!
-როგორ ხვდებით დღეა თუ ღამე? ქალაქში ხომ სულ კვამლია და სულ დაბურულია ყველაფერი?
-საათი გავაჩნია,ჰარი!-გაიცინა ჯულიეტმა და ტბიდან ამოვიდა,სულ სველი იყო,კაბა სხეულზე მიჰკვროდა და ტანს უფრო გამოყვანილს ხდიდა.
-რა გქვია?-ჩაეღიმა ჰარის-მე ჯერ კიდევ არ ვიცი შენი სახელი.
-ჯულიეტი!-უბრალოდ უპასუხა და მის გვერდით ჩამოჯდა,კაბა რომელიც სხეულზე მიკვროდა ოდნავ უფარავდა ბარძაყებს.
-რომეო სად დაკარგე?-გაეცინა ჰარის .
-ორი თვის წინ გარდაიცვალა!-სერიოზული სახით უპასუხა ჯულიეტმა და ჰარის გაოცებულ მზერას თვალი გაუსწორა- კვირაში ერთხელ,ქალაქში გავდივართ ორ-ორი და ვიფანტებით,ვეძებთ ყველაფერს,რაც გამოგვადგება,რისი ჭამაც შეიძლება.ჩამონგრეულ შენობაში ვიყავით როცა მას ფეხი დაუცდა და თორმეტი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა! -ამოიხრა-მე მას ვერ დავეხმარე!
-მაპატიე,მე არ ვიცოდი.
-არაუშავს!-ძალით გაიღიმა ჯულიეტმა-მე შევეჩვიე უმისობას.
ჰარის აღარაფერი უთქვამს,თავჩახრილმა გახედა ქალაქს, უფროსწორედ ქალაქისგან დარჩენილ ნანგრევებს.
-რა ჯანდაბა მოხდა ამ ქალაქში?
-ამ ქალაქში იყო კომპანია Locust Mountain Coal and Iron Company, რომელმაც გახსნა ქვანახშირის შახტი. დროთა განმავლობაში ქვანახშირის წარმოება გახდა ამ ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი – თითქმის ყველა მაცხოვრებელი დასაქმებული იყო ამ შახტში.ბაბუაჩემიც.ერთხელ ერთ-ერთ მიტოვებულ შახტს, სადაც მაცხოვრებლები ნაგავს ყრიდნენ, მერიის ბრძანებით ცეცხლი წაუკიდეს… და გაჩნდა ხანძარი, რომელიც დღემდე ანთია. მალევე მიწისქვეშა სისტემა დაიწვა როგორც ასანთის ღერი. რამდენიმე ადგილას ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა, მაგრამ სრულად ლოკალიზაცია ვერა. სიტუაცია რთულდებოდა… ქვანახშირის წვისას გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებები საფრთხეს უქმნიდა ადამიანებს. ქალაქის მაცხოვრებლებმა ზედაპირი დანამეს , მაგრამ მიწისქვეშა ტემპერატურა მაინც იზრდებოდა…
-ერთხელ, ერთმა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა შეამოწმა ბენზინის მიწისქვეშა მარაგის ტემპერატურა და გაოგნებული დარჩა… ბენზინის ტემპერატურა 82 გრადუსს აღწევდა და ნებისმიერ წამს შესაძლებელი იყო აფეთქებულიყო.-ჯერემიმ ჯულიეტს ლაპარაკი გააწვეტინა და გვერდით მიუჯდა მათ,ლაპარაკში გართულმა ჰარიმ და ჯულიეტმა ვერც კი შეამჩნიეს რომ ჯერემი ტბიდან ამოსულიყო.
-შემდე,12 წლის ბავშვი კინაღამ მოკვდა, როცა მის ფეხებქვეშ მიწას დიდი ბზარი გაუჩნდა… ამ ბზარის სიღრმე რამდენიმე მეტრს აღწევდა და იქიდან კვამლი ამოდიოდა. ეს ფაქტი იყო იმის ნიშანი, რომ ცენტრალიაში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლებოდა. ცენტრალიის მაცხოვრებლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისთვის 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მაგრამ რამოდენიმე ოჯახმა მაინც გადაწყვითა ქალაქში დარჩენა.ჩემი ოჯახიც დარჩა.1981 წელს, გადასახლებამდე ცენტრალიაში 1000 ადამიანი ცხოვრობდა… ახლა კი მხოლოდ რვა ადამიანი დავრჩით.
მხრები აიჩეჩა ჯულიეტმა.
-ქალაქიდან რატომ არ მიდიხართ?არ გინდათ ნორმალური ცხოვრება?-იკითხა ჰარიმ თან ჯულიეტისთვის თვალი არ მოუცილებია.
-ეს ადგილია სადაც დავიბადე,სადაც გავიზარდე,სადაც ყველაფერი ვისწავლე… არ მსურს აქედან წასვლა.რაც არ უნდა ადვილი იყოს სხვა ქალაქში ცხოვრება,მე აქ მირჩევნია.
-ამ ქალაქიდან წასვლა შეუძლებელია?-უიმედოდ იკითხა ჰარიმ,ჯულიეტმა თავი გააქნია და მის ძმას გახედა,რომელიც კვლავ ტბაში შესულიყო და ნებიურობდა თბილ წყალში.
-ცენტრალური და შემოვლით გზები გაფუჭებულია,მხოლოდ ფეხით შეიძლება ქალაქიდან გასვლა და ისიც მოვლითი გზებით,ცამეტი დღის სავალია უახლოეს ქალაქამდე.(ფეხით)
ჰარიმ უიმედოდ ამოიოხრა,-ნუთუ ის აქ სამუდამოდ დარჩებოდა?
უეცრად დაბალ ხმაზე გაისმა სირენების ხმა,ჯერემიმ ნებივრობა შეყვიტა და სასწრაფოდ წყლიდან ამოვიდა.
-მივდივართ!-სწრაფად წამოდგა ჯულიეტი.
-რა ხდება?-ჰარიც წამოდგა,და-ძმამ ჰარის გადახედა,შემდეგ კი ერთმანეთს.
-სირენებს მხოლოდ დილის თორმეტ საათზე და ღამის თორმეტზე რთავენ,რომ გავიგოთ დრო! ახლა რატომ ჩართეს?-შეშინებულმა იკითხა ჯერემიმ.
-ვიღაც მოკვდა!-ამოიჩურჩულა ჯულიეტა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ქალაქისკენ.
თავი 4
კვამლი ნელ-ნელა იფანტებოდა,ჯულიეტი კი სწრაფი ნაბიჯებით განაგრძობდა სიარულს. კვამლი გაიფანტა და სრულიად გამოჩნდა გზა, გადამწვარი ველები და დანგრეული შენობები საზარელ სანახაობას ქმნიდნენ.
-კვამლი იფანტება!-გაოცებით ამოილუღლუღა ჯერემიმ.
-ჯობია დაბრუნდეთ ეკლესიაში! რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება!-შეჩერდა ჯულიეტი და ჰარის გახედა,რომელიც შიშისგან დაზაფრული მიჰყვებოდა მათ.
ჰარიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ თუ არა,მის უკან მიწა გაიბზარა და ნაპრალი გაჩნდა.ჰარი შიშისგან შეხტა და უკან გადაქანდა,რომ არა ჯულიეტის სწრაფი მოექმედება ,ის ალბათ მიწის უეცრად გაჩენილ უფსკრულში აღმოჩნდებოდა.ჯულიეტმა სწრაფად ჩასჭიდა ჰარის ხელი და მისკენ მოქაჩა და როცა ჰარიმ ფეხებქვეშ მყარი მიწა იგრძნო,ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ კი სამივე გახევებული მიაშტერდა გახეთქილ მიწას,რომლიდანაც კვამლი ამოდიოდა.
-სწრაფად უნდა დავბრუნდეთ,ეკლესიაში!-ოდნავ აღელვებულმა ჯულიეტმა ძმას ხელი ჩაჰკიდა.
-რა ჯანდაბა ხდება ამ ქალაქში?!-დაიყვირა ჰარიმ და ჯერემის და ჯულიეტს უკან მიჰყვა,თუმცა ჰასუხი არც ერთს არ გაუცია.
კვამლი სრულიად გაფანტულიყო,თუმცა ცა დაეფარა. როგორც კი ეკლესია გამოჩნდა,სირენის ხმა უფრო გაძლიერდა. ჯულიეტმა ეკლესიის კარები შეაღო და წამებში მისი მზერა მაიკის მზერას შეხვდა.
-რა მოხდა? რატომ ჩართეთ 3 საათზე სირენები? მხოლოს თორმეტზე უნდა ჩართოთ!-აღელვებულმა ამოთქვა ჯულიეტმა და კარები მიხურა როდესაც ჯერემი და ჰარი ეკლესიაში შევიდნენ.
-სარა და ელიოტი… ისინი გარდაიცვალნენ!-ამოჩურჩულა დანაღლიანებულმა მაიკმა. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა,მაგრამ უფლებას არ აძლევდა ემოციებს ის დაემორჩილებინა.ნიკაპი უკანკალებდა.
-მიწა გასკდა,ნაპრალი გაჩნდა! ყველაფერო ძალზე სწრაფად მოხდა… ჩვენ ვერცერთის გადარჩენა ვერ მოვასწარით!
ჯულიეტი გაოცებული იდგა და ვერაფერს ამობდა, ახლა მხოლოდ ხუთნი დაჩნენ. სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, შიშმა შეიპყრო და ჯერემის ხელი მოუჭირა,რომ დარწმუნებულიყო,-ის მის გვერდით იდგა.
ჰარი კი იდგა და ფიქრობდა,-ნეტავ ეს კოშმარი იყოსო.
-ეს კოშმარი არ არის,ეს ცხოვრებაა,ჰარი!-ჩაიბურტყუნა ჯულიეტმა,თითქოს მიხვდა რაზეც ფიქრობდა ბიჭი და დაამატა-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩრდილების ქალაქში სადაც ოცნებებიც კი კოშმარებად იქცევა!
-ნაპრალი ტბისკენ მიმავალ გზაზეც გაჩნდა,ჰარის შველა ჯულიეტმა მოასწრო!-ამოილუღლუღა ჯერემიმ.
-ახლა მხოლოდ ხუთნი დავრჩით,გესმის ეს რას ნიშნავს,ჯულიეტ?-სწრაფად იკითხა მაიკმა.
-ჩემს ძმას მარტო ქალაქში არ გავუშვებ!-კბილებში გამოსცრა ჯულიეტმა-არ მივცემ უფლებას რომ საკვების მოსაპოვებლად მარტო წავიდეს! მას საფრთხეში არ ჩავაგდებ!
-ხუთნი დავრჩით,ჯულიეტ!-დაიყვირა მაიკმა-მე,შენ,ჯერემი,ლიამი და ნატალი! ჩვენ ვერ შევძლებთ საკვების მოპოვებას,თუ არ გავიყოფით!
-მაშინ იქნებ ჯობს ამ დაწყევლილ ქალაქიდან წავიდეთ?-დაიყვირა ჯულიეტმა,სიტყვები მის ბაგეებს გააზრების გარშე მოსწყდა და მის სიტყვებზე თვითონვე გაუფართოვდა თვალები.
ეკლესიაში ვინც კი იყო ყველამ გაოცებით შეხედა,მათ კარგად იცოდნენ,რომ ჯულიეტს ყველაფრისდამიუხედავად ეს ქალაქი ძალიან უყვარდა და რამდენჯერაც ქალაქიდან წასვლა დააპირეს ,ჯულიეტმა გადააფიქრებინა.
-მაინდამაინც შენს ძმას უნდა დაემუქროს საფთხე,რომ ამ ქალაქიდან წასვლა მოგინდეს?-გამკიცხავად იკითხა,მაიკის გვერდით მდგარმა ნატალიმ.
-ჩემი ძმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ეს კარგად იცი!-დაიღრინა ჯულიეტმა,ჯერემის ხელი მოჰკიდა და მის ოთახში შევიდა.
ჰარი კი დაბნეული იდგა და მის წინ მგარ სამ ადამიანს მიშტერებოდა.
-იქნებ მართლა ,ჯობია ამ ქალაქიდან წახვიდეთ! ეს ხომ ჯოჯოხეთია!-ამოიჩურჩულა ჰარიმ.
-შენ არაფერი იცი ამ ქალაქზე!-შეუტია ლიამმა.
-საკმარისია რაც ვნახე!-ამოიხრა ჰარიმ-დღეს უკვე მეორედ გადავურჩი სიკვდილს!
-ჩვენ კი ყოველდღე ვიბრძვით სიცოცხლის შესანარჩუნებლად,ერთმანეთის გადასარჩენად და შენ ამას ვერასდროს მიხვდები! ვერ ერთერთი ჩვენთაგანი ვერ გახდები,შენ ჩვენთვის უცხო ხარ და არ გენდობით!
-არც მჭირდება,რომ ერთ-ერთი თქვენთაგანი ვიყო და მენდობოდეთ!-უკმაყოფილოდ ამოიოხრა ჰარიმ-ჯულიეტს და მის ძმას ქალაქიდან წავიყვან,მან მე სიცოცხლე გადამირჩინა და ამაგს არ დავუკარგავ!
სათქმელი დაასრულა და ჯულიეტის ოთახისკენ გაემართა,მაგრამ ლიამმა მხარი გაჰკრა და ავისმომასწავლებლად ამოისისინა.
-ვერცერთი ვერ წახვალთ ქალაქიდან!-ჰარიმ დამცინავად შეავლო თვალი.
-ვნახოთ!-ნიშნიმოგებით ჩაიღიმა და ჯულიეტის ოთახში შეაბიჯა.
თავი 5
-ოთახში შესულ ჰარის გაეღიმა,როცა ჩახუტებული და-ძმა დაინახა,რომლებიც ფანჯარაში იხედებოდნენ.
-რაღაც ხდება,კვამლი გაიფანტა… ნაპრალები ჩნდება და მიწა უფრო ცხელი ხდება!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა და ჯერემის თავზე აკოცა.
-რამდენი ხანია რაც ქალაქი იწვის?-იკითხა ჰარიმ და მათ გვერდზე მიუჯდა,ფანჯრიდან კარგად მოჩანდა ქალაქი. მიწასთან გასწორებული შენობის ნანგრევები,გადამწვარი მინდვრები და ტყეები.
-50 წელია!-უპასუხა ჯერემიმ-ორი დღის წინ მიწის სიღრმის ტემპერატურა გავზომეთ და 102 გრადუსს შეადგენდა!
=ტემპერატურა იზრდება,ადრე მიწის ტემპერატურა 82 გრადუსს შეადგენდა!-ამოიხრა ჯულიეტმა.
-იქნებ ჯობს ამ ჯოჯოხეთიდან წავიდეთ?-ვეღარ მოითმინა ჰარიმ და მისი მოსაზრება გამოხატა,ჯულიეტმა ამოიხრა.
-ეს “ჯოჯოხეთი” ჩემი სახლია,აქ დავიბადე! აქ გავიზარდე! მისი თითოეული ქუჩა და შენობა ზეპირად ვიცი! ამ ქალაქიდან რომ წავიდე რა გავაკეთო ,შემდგომ?არც კი ვიცი როგორია ცხოვრება ცენტრალიის საზღვერებს გარეთ!
-ამაზე უკეთესი არის!-შეაწვეტინა გაბრაზებულმა ჰარიმ
-მე…მე… მეშინია!-ჩურჩულით წარმოსთქვა ჯულიეტმა.
-ჯულს!-ამოიჩურჩულა მისი მოფერებითი სახელი ჰარიმ,გვერდზე მიუჯდა ისე რომ დისტანცია დაარღვია,ხელები მოხვია და ჯულიეტის უსუსური სხეული მის ხელებს შორის მოიქცია.
-ეს შენი ძმისთვის უნდა გააკეთო!
ჯულიეტმა არ იცოდა რა უფრო აოცებდა.ის რომ ჰარი მისგან დისტანციის დაცვას ,არ ცდილობდა თუ ჰარის სიტყვები.ჰარიმ მის ორივე ხელში მოიქცია ჯულიეტის სიფრიფინა ხელი .
-ჯერემი ჰარის მიხედე!-მის ძმას გადახედა,ჰარის ხელები გააშვებინა და წამოდგა.არ სურდა საუბრის გაგრძელება და იმის მოსმენა რომ ქალაქიდან უნდა წასულიყო! მას რაღაც აკავებდა ,რაღაც,რაც წასვლის საშუალებას არ აძლევდა.ჯულიეტის სიტყვებს ჯერემის ხითხითი მოჰყვა.
-შენ გინდა თქვა რომ 12 წლის ბავშვს აბარებ ჩემს თავს?-ჰარიმ აღშფოთება ვერ დამალა თუმცა ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.
-მან შენზე უკეთ იცის ქალაქი,ჰარლორდ!-ჩაიცინა ჯულიეტმა და თვალი ჩაუკრა,ჰარის კი მის ბავშვურ ქცევაზე ღიმილი გაუფართოვდა.
-მე ჰარლორდი არ მქცია!
-კარგი ,ჰენრი!-გაეცინა ჯულიეტს.
-ჰარი მქვია,ჯულს!
-ჰარი!-ჩაიღიმა ჯულიეტმა ,ჰარის სახელი ისე წარმოსთქვა თითქოს გემოს უსინჯავდა-კარგი,ჰარი!-გაიმოერა ისევ და კარისკენ დაიძრა.უსიტყვოდ გამოვიდა ოთახიდან,ყურადღება არ მიაქცია მაიკს და ლიამის დაბღვერილ სახეს,ნატალის ხელი ჩაჰკიდა და სანამ რომელიმე რამის თქმას მოასწრებდა ,ის ეკლესიის ეზოში გაიყვანა.
ნატალი უკვე შეჩვეული იყო მის ასეთ ქცევას,ამოიოხრა და წინ წასულ ჯულიეტს კუდში აედევნა.
-მან მე “ჯულსი” მიწოდა!-წამოსცდა უცებ მისი ფიქრები.
-ვინ?-არაბუნებრივი ,გაოცებით იკითხა ნატალიმ,მან იცოდა რომ ჯულიეტი ჰარიზე საუბრობდა,თუმცა თითქოს ჯულიეტისგან “დამადასტურებელი კოდის” მიღება სურდა.
-ჰარიმ!-აჟიტირებულმა წამოიძახა.
-და შენ ამის უფლება მიეცი?-გაეცინა ნატალის-მან შენ მოგაჯადოვა!
-ეგ რა შუაშია?-ამოიბუზღუნა ჯულიეტმა და შეჩერდა.
-ვინმეს რომ შენთვის “ჯულსი” ეწოდებინა შენთვის, არ აცოცხლებდი! მხოლოდ… რომეოს და ჯერემის აძლევდი უფლებას შენთვის ეს სახელი დაეძახა!
ორივემ ერთმანეთს გადახედა და ერთდროულად გაეღიმათ.
-შენ ის მოგწონს!-წამოძახა უეცრად ნატალიმ-აი რატომ გადაარჩინე და რატომ იცავ მას!
-სისულელეა!-ნაბიჯს აუჩქარა-მას მხოლოდ რამდენიმე საათია რაც ვიცნობ!
-ჩვენს ქალაქში ყველაფერი სწრაფად ხდება!-გაეცინა ნატალის-ჯობია ეკლესიაში დავბრუნდე,მე შენსავით კარგად არ ვიცი ქალაქი.
ჯულიეტმა ნატალის სიტყვებს წაუყრუა და გზა გააგრძელა, ნისლი გაფანტულიყო და კარგად მოჩანდა დანგრეული შენობები,გადამწვარი ხეები და გზაზე ნაპრალები.
უეცრად ნატალის სიტყვებზე დაფიქრდა,ის მართალი იყო,თუმცა ჯულიეტს ამის აღიარება არ სურდა. ქალაქის ცენტრში მდგარ ბიბლიოთეკას მიუახლოვდა,სახელურს ხელი მოჰკიდა და კარი შეაღო. დაძველებულმა კარმა გაიჭრიალა,ჯულიეტი შეკრთა და ამოიხრა,იატაკზე მიმოფანტული წიგნები შეათვალიერა და ერთერთი მათგანი ხელში აიღო.
“რომეო და ჯულიეტა”-ამოიკითხა ხმამაღლა და უიმედოდ დახედა წიგნს,შემდეგ კი თაროზე შემოდო და სევდიანი თვალებით გადახედა ბიბლიოთეკას. ხანძრის გამო, წიგნების უმრავლესობა,ისევე როგორც ბიბლიოთეკა ,დამწვარიყო.
უეცრად სირენის ხმა გაისმა და ჯულიეტმა სწრაფად დახედა მაჯის საათს. ჯერ თორმეტი არ იყო…
თავი 6
გულისცემა აუჩქარდა და სწრაფად გამოვარდა ბიბლიოთეკიდან.გარბოდა და ძირს დაყრილ აგურებს,ნაპრალებს და ნანგრევებისგან დარჩენილ ნაშალ მასალას ახტებოდა.
იცოდა, რომ რაღაც მოხდა და გულში ლოცულობდა,რომ ჯერემის და ჰარის (?!) არაფერი დამართნოდათ,კიბეები შეშლილივით აირბინა და კარი შეგლიჯა.
-ჯულიეტ ის…ის…!-ხმა აუკანკალდა ნატალის.
-ნატალი,ვინ?-დაიყვირა შეშინებულმა და დაფეთებული მიაშტერდა
-მაიკი!-ამოიჩურჩულა ლიამმა,ჯულიეტს თითქოს გულზე მოეშვა,შიში გაუქრა მაგრამ თვალები ჩაუცრემლიანდა.ბოლოსდაბოლოს ის მაიკმა გაზარდა და მამა შეუცვალა.
***
სიბნელეა,ჯულიეტი ჯერემიზე მიხუტებულა და ჭერს მიშტერებია,ზოგჯერ მის პატარა ძმას დახედავს,ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზე და ეღიმება.
-ჰარი,გძინავს?-ჩურჩულით ნათქვამი,სიჩუმეში ხმამაღლა გაისმა. იატაკზე მწოლიარე ჰარიმ მხარი იცვალა და რაღაც ამოიბუტბუტა.
-ანუ გძინავს!-ამოიოხრა ჯულიეტმა და ჯერემის შუბლზე აკოცა.
-არ მძინავს,გამეღვიძა!-ამოიჩურჩულა ჰარიმ და წამოიწია,რომ ჯულიეტისთვის შეეხედა.
-ჰარი,სხვა ქალაქი როგორია?-გულუბრყვილოდ იკითხა.
-ამ ქალაქს ჯობია,აქ არც მობილური იჭერს და არც ტელევიზია….
-აქედან წასვლას ვერ შევძლებთ,აქედან წასვლა… შეუძლებელია!
-გპირდები,რომ აქედან წაგიყვანთ,შენც და ჯერემისაც! გჯერა ჩემი?
-რატომღაც მჯერა!-ჩაიცინა ჯულიეტმა,ორივე მთვარეს მიაშტერდა,მთვარე კი ნისლში ჩაძირულიყო,ან იქნებ კვამლში?!
***
ჯულიეტმა თვალები რომ გაახილა,შეკრთა და ჯერემის დაუწყო ძებნა. არც ჰარი და არც ჯერემი არ იყვნენ ოთახში,სწრაფად წამოდგა,ტანსაცმელი გამოიცვალა და აირწინაღი აიღო,იფიქრა “რა ვიცი,რაში გამომადგებაო”,შემდეგ ფანჯრისკენ შეტრიალდა და გაოცებით წამოიძახა.
-მზე!
… და მართლაც მზე ანათებდა,კვამლი გაფანტულიყო,ჯულიეტმა არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა მზე ან როგორი იყო ის, მხოლოდ წიგნებში წაეკითხა მის შესახებ…. ხანდახან მაიკიც უყვებოდა ხოლმე..
ეკლესიიდან სწრაფად გამოვიდა და კიბეები ჩაირბინა.
-ჯერემი!-დაიყვირა გაბრაზებულმა,როცა დაინახა,მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა,დაბნეულმა ბავშვმაც ხელები მოხვია.
-ასე აღარ შემაშინო!-ამოიოხრა და ბავშვი უფრო ძლიერად ჩაიხუტა.
-მე უბრალოდ ეზოში გამოვედი,კვამლი გაიფანტა,აღარაფერი აღარ არის საშიში.მიწის ტემპერატურა ლიამმა გაზომა,რამდენიმე გრადუსით დაიწია!-დის დამშვიდება სცადა ჯერემიმ,თვალები “აღმოჩენისგან” უბრწყინავდა.
-სანამ ისევ კვამლით გაივსება ქალაქი,მე აქედან უნდა წავიდე!- და-ძმის სიხარული ჰარის სიტყვებმა გააქარწყლა.
-ჯულიეტ,ჩვენც წავიდეთ,გთხოვ!-დას გადახედა ჯერემიმ.
-ეს ჩვენი სახლია…
-არ მინდა აქ ყოფნა! წასვლა მინდა!-გაბრაზებით წამოიძახა ჯერემიმ.
-ყველასთვის ასე აჯობებს!-ამოიჩურჩულა ჰარიმ,ჯულიეტმა ჰარის გადახედა და მიაშტერდა,თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა. ისევ მუხლებზე იდგა და ძმას ეხუტებოდა.
-წადი,ზურგჩანთა აიღე და მხოლოდ საჭირო ნივთები აიღე!-ამოიჩურჩულა,მართლა არ უნდოდა ქალაქიდან წასვლა,მაგრამ ხვდებოდა,რომ მისი ძმისთვის ასე უკეთესი იქნებოდა.
-მიყვარხარ,ჯულიეტ!-ჯერემის სახეზე ღიმილი გამოისახა,ჯერ ჰარის გახედა,მერე კი ჯულიეტს და ეკლესიის კიბეები აირბინა.
-მეშინია!-ამოიჩურჩულა ჯულიეტმა და წამოდგა.
-რისი?-ჰარის დაბნეულობა დაეტყო.
-არ ვიცი ამ ქალაქის იქით რა მელის!
ჯულიეტის სიტყვებზე ჰარის გაეღიმა,თავიდან ყოყმანობდა,შემდეგ კი მასთან ახლოს მიიწია და ჩაიხუტა.
-ნუ გეშინია,მე შენთან ვარ!-მის ყურთან ამოიჩურჩულა და ორივეს გაეღიმა.
-მპირდები?-პატარა ბავშვივით,გულუბრყვილოდ იკითხა ჯულიეტმა.
-გპირდები!-ჩაიღიმა ჰარიმ.
ისინი ერთმანეთს კარგად არც კი იცნობდნენ ,მხოლოდ ერთმანეთის სახელები იცოდნენ,მაგრამ მათ შორის იყო უხილავი ძაფი,რომელიც აკავშირებდა .ერთმნეთის მიმართ რაღაც,ენით აღუწერელს გრძნობდნენ.
-მათ დაემშვიდობები?-იკითხა ჰარიმ და ჯულიეტი მაშინვე მიხვდა,ლიამს და ნატალის გულისხმობდა.
-არ მიყვარს დამშვიდობება!-ამოიჩურჩულა,შემდეგ კი მომღიმარ ჯერემის გადახედა,ზურგზე ჩანთა მოეკიდებინა და უკვე მათ წინ იდგა.
-წავიდეთ?-იკითხა ღიმილით ჯულიეტმა.
-წავიდეთ!-წამოიყვირა ჯერემიმ და ხელი ჩაჰკიდა.
-წავიდეთ!-გაიღიმა ჰარიმაც და ჯერემის მეორე ხელი ჩასჭიდა….
ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ,არსად ეჩქარებოდათ. მიდიოდნენ და უკან სტოვებდნენ ყველაფერს,რაც ამ ქალაქთან აკავშირებდათ.
ქალქის გასასვლელს მიუახლოვდნენ სადაც დიდი ასოებით,ასფალტზე ეწერა “Warrning : Stay Out”
-ოდესმე დავბრუნდები!-ამოიჩურჩულა სანამ საბოლოოდ დატოვებდა ქალაქის საზღვრებს,შემდეგ კი სამივემ ერთდროულად გახედა ქალაქს…
დანგრეულს! …. განადგურებულს! … დამწვარს!….
შემდეგ კი სამივეს სხეულში სიცარიელე უამრავმა გრძნობამ შეავსო. ეს ის გრძნობა იყო,რომელიც სამუდამოდ დარჩებებოდა მათ გონებაში. ის გრძნობა,რომელმაც საბოლოოდ შეცვალა მათი ცხოვრება…
მათ ყველაფერი აკავშირებდათ ერთმანეთთან და თან არაფერი….
***
ცენტრალიისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე მანქანა მიდიოდა,უკან კი სატვირთო მანქანები მიჰყვებოდა…
ქალაქი აღადგინეს და მას ყოველდღიურად ემატებოდა ახალი მაცხოვრებლები,რომლებიც თავგადასავლებს ეძებდენ.
გზა ყოველ კვირაში რემონტდებოდა,როგორც კი ჩამოღამდებოდა კომენდანტის საათი იწყებოდა…
მიწის ტემპერატურა არ შეიცვალა,ზოგან კვლავ ჩნდებოდა ნაპრალები და კვამლი ამოიჭრებოდა ხოლმე… მაგრამ ცენტრალიაში ცხოვრება შესაძლებელი გახდა… გაიხსნა საავადმყოფო და სკოლა,ჯერემი და ჯულიეტი უკან დაბრუნდენ ჰარისთან ერთად და ცენტრალიაში ცხოვრებას განაგრძნობდნენ… ახლაც ახსოვდა როგორ ელოდნენ ხოლმე ცნობებს ქალაქის შესახებ,შემდეგ კი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ცენტრალიაში ჩასვლისა…
მანქანები ნელ-ნელა მიიწევდენ ქალაქისკენ.
ქალაქისკენ,რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,ქალქისკენ რომელიც ყველაზე საშიშად ითვლება მთელს მსოფლიოში,მაგრამ ქალაქში სადაც იმედით ცხოვრობენ….. სადაც ქალაქის შესასვლელთან აღარ ეწერა ” Stay Out”
დასასრული

ორი უსათაურო ლექსი

ტეგები

,

წვიმა დაიწყო და მასთან ერთად , 
გული დამწყვიტა საკუთარმა სევდამ, 
მე გამახსენდა შარშან ამ დროს 
რომ ვსეირნობდით ქუჩაში ერთად 
 
შენ სულ სხვას შეხვდი, მე კი სულ სხვას, 
ასე დაინგრა ოცნების კოშკი 
რომელიც უკანასკნელი შეხვედრის დროს, 
აავაგეთ ერთად ასეთ წვიმაში 
სანთელი დნება,თან ალით იწვის 
ცხოვრება ხომ არის სანთელი დიდი 
ცხოვრება ც იწვის როგორც სანთელი 
და გული მძიმდება როგორც ნაღვენთი 
სიყვარულიც სანთელსა ჰგავს 
ზოგჯერ უკვდავია,ზოგჯერ კი არა 
სანთელი ხომ ცხოვრებას ჰგავს 
ის კი უკვდავი სულაც არაა!

იქნებ

ტეგები

,

189353_373260009430035_1178285750_n
იქნებ არ გახსოვს შენ ჩემი სახე, 
და სხვის სახეზე ეძებ სიყვარულს, 
იქნებ საერთოდ აღარ გიყვარდი, 
მეჩვენებოდა?ვერ დავიჯერებ 
მაშ რატომ იყო სახეზე ელდა, 
როცა შენს მზერას ვიჭერდი ხოლმე? 
იქნებ არ იყო ,მეჩვენებოდა, 
არა რას ამბობ გული არ ტყუის 
იქნებ ყოველი იყო ბავშვობა, 
და ყველაფერი იყო თამაში. 
სიზმარი იყო?ვერ დავიჯერებ. 
რადგან ბავშვურად მჯეროდა შენი 
მაშ რატომ თრთოდა ეს გული ტკბილად? 
და რად მაკთობდა შენი ხსენება? 
ზმანება იყო იქნება მართლაც , 
ზმანება იყო,მე კი მოვტყუვდი

ზამთარი

ტეგები

,

cropped-getimage-1.jpgმოვიდა ზამთარი და მოიტანა, 
სიყვარული და დიდი ალერსი, 
თოვლში გნახე,თოვლში იდექი 
ფიფქი ბრწყინავდა ლამაზ სახეზე 
ანგელოზს გავდი,ასეთ თოვაში 
და ციდან მოსულ ლამაზ ფანტელებს, 
მე სიყვარული გამიატკეცდა 
და შენთან ყოფნა ისევ ვინატრე 
ვინატრე მარტო ყოფილიყავი, 
ფიფქი ცვიოდეს ციდან მიწაზე, 
კვლავ დამენახა შენი სიცილი, 
და ღიმილი ლამაზ სახეზე 
კვლავ დამენახე ოცნებით მთვრალი, 
ბავშვური სილაღე გქონოდა კვლავაც, 
მუდამ ასეთი ყოფილიყავი 
და ბედნიერი ასეთი მარად 
კვლავ დამენახე ტყის შუაგულში, 
ჩიტების ჭიკჭიკს როცა უსმენდი, 
კვლავ დამენახე იებით ხელში 
როცა შენს შახეს ღიმილი შვენის 
კვლავ დამენახე ბავშვებში მდგარი, 
როცა შენს სახეს ღიმილი შვენის, 
კვლავ დამენახე თოვლში მართო , 
როცა წამწამზე ფიფქები გშვენის 
და ბოლოს,ისევ ვინატრებდი მე, 
რომ ისევ ჩემი ყოფილიყავი, 
და ბედნიერებით მთვრალი ორივე, 
თკბილ ოცნებებში წავსულიყავით

მოვა დრო და ყველაფერს ინანებ

ტეგები

, ,

1098263_452153801569324_843320372_nმოვა დრო და ყველაფერს ინანებ 
ჩვენი სიყვარულის გარდა 
გულს დაგწყვიტავს სამუდამო სევდა 
ნუთუ ვერ ხვდები ამას 
 
მოვა დრო და პატიებას მთხოვ 
მე კი არ გაპატიებ ,არა 
ნუთუ ვერ ხვდები როგორ მიყვარდი 
აბა ახლა მკითხე,ახლა 
მოვა დრო და მე მოვალ შენთან 
შენს სასაფლაოზე გავიშლი თმას 
იებს დაგიდებ საფლავის ქვასთან 
და გული დამწყდება კვლავ 
თეთრი თმები გაშლილი მექნება 
ცრემლებით იწვიმებს ალბათ 
ოცნებას მასწავლის ის ყვავილები 
წეღან რომ დაგიდე საფლავის ქვასთან 
გულის სიმები ნელ ნელა გაწყდება 
და შენთან წამოვალ ალბათ 
საფლავის ქვასთან ჩამოვდებ თავს 
და სამუდანოდ დავიძინებ ალბათ 

მათაც შეუძლიათ სიყვარული!

ტეგები

,

მათაც შეუძლიათ სიყვარული!



3…2…1 და მზემ ღრუბლებიდან გამოიჭყიტა,მისი სხივები ბომბებივით დაეცა ანის საწოლს,რასაც ანის კივილი მოჰყვა.

-დამაძინეე!-მზეს დაუყვირა და თვალების გაუხელლად მოჰკიდა ბალიშს ხელი,თავზე დაიმხო და დაელოდა როდის მიიპარებოდა მასთან სიზმრები. მაგრამ მასთან სიზმრები არ მიპარულან,ისინი მამლის ყივილმა დააფრთხო და სადღაც შორს მოისროლა.როგორ ვერ იტანდა ასეთ მომენტებს,როცა ძილის შებრუნება არ შეეძლო. ბალიში იატაკზე დაგდო და საათს ცალი თვალით გახედა,საათის დანახვაზე კი გიჟივით წამოვარდა და ტანსაცმელს დაუწყო ძებნა.
-ჯანდაბა ,დამაგვიანდა!-ბუზღუნებდა და ტანსაცმელს ათვალიერებდა
“რა ჩავიცვა? მინდა ლამაზად გამოვიყურებოდე”-გაიფიქრა და ღია კრემისფერ კაბას დაავლო ხელი,სწრაფად გადაიცვა და ახლა თმის მოწესრიგებას შეუდგა,თმები ლამაზად ჩაიწნა და ოთახიც სწრაფად მიალაგა,ბოლოს სარკეში ჩაიხედ და კმაყოფილმა გაიხედა
-რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოვიყურები?-თავის თავს ჰკითხა და თითქოს დანაღვლიანდა კიდეც,შავი “ბალეტკები” ჩაიცვა და კიბეები ღიღინით ჩაირბინა,სამზარეულოში შესვლისთანავე მოფუსფუსე ბებიას მოჰკრა თვალი.
-სად მიდიხარ ,ბებოს სიცოცხლევ?-გაეღიმა ბებიას ანის მომღიმარი სახის დანახვისას.
-სანდრო უნდა ვნახო!-წამოიძახა აჟიტირებულმა ,ლანგარზე დადებული ვაშლებიდან ორი ყველაზე დიდი და წითლად კაშკაშა ვაშლი აარჩია,შემდეგ კი ბებოს დამჭკნარი ლოყები ჩაუკოცნა და სანდროსთან შესახვედრად გაიქცა.
გზად ყველას ესალმებოდა და თან ატალახებულ ორღობეს მიუყვებოდა,თავში კი უტრიალებდა მხოლოდ ერთი სიტყვა, დააგვიანდა!
ბოლოს ანი დაღლილი გაჩერდა ორსართულიანი,უსახური შენობის წინ და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა ეზოში.


ტირიფის ძირში ,ერთი უსინათლო ბიჭი იჯდა.მის უსაზღვრო, ლურჯ თვალებში ანის არმოსვლით გამოწვეული უმედობა იკითხებოდა.კავკასიური ნაგაზი კი მას სახეს ულოკავდა და უშედეგოდ ცდილობდა მისგამხიარულებას.
-ბოდიში,დამაგვიანდა!-ჩაიღიმა ანიმ და სანდროს გვერდით ჩამოჩჯდა
-მთვარაია არ დაგავიწყდი და მოხვედი!-გახარებულმა წარმოსთქვა სანდრომ და ტუჩის კუთხეში გაეღიმა,გული სითბოთი აევსო და სიბნელეს გაუღიმა,ნეტავ შესძლებოდა მხოლოდ ერთი წუთით დაენახა ანის სახე
-ანი რა ფერის თვალები გაქვს?-ამოიჩურჩულა სანდრომ,ანი კითხვამ დააბნია მაგრამ მაინც უპსუხა
-ცისფერი,თითქმის შენნაირი მაგრამ უფრო ღია.
-მე არასდროს მინახია ჩემი თვალები…ვერც შენსას ვერ დავინახავ…-წყენით ჩაილაპარაკა და ორივეს სევდიანად გაეღიმათ.
-თმები?-კვლავ დაინტერესდა სანდრო.
-შავი თმები მაქვს,შენ კი ქერა!-გაუღიმა ანიმაც და ძაღლს გახედა რომელიც ეზოში დარბოდა.


-შენ ძალიან ლამაზი ხარ!-ჩაიღიმა სანდრომ და ანი წარმოიდგინა,ანის ბევრი ეუბნეობოდა რომ ლამაზი იყო მაგრამ სანდროსგან ყველაზე მეტა გაუხარდა,ძალღმა სანდროსთან მიირბინა,მხიარულად დაუყეფა და სანდროს სახე აულოკა.
-ფარი,გეყოფა!-სიცილით ჩაიხუტა კავაკასიური ნაგაზი სანდრომ.
-რა უწოდე?-გაკვირვებუთ გახედა ანიმ ძაღლს და სანდროს.
-ფარი!-გაიღიმა სანდრომ-ის ჩემი ფარია,ყველასგან და ყველაფტისგან მიცავს!
-ჩემგანაც,სანდრო?-წყენით იკითხა ანიმ.
-მან მხოლოდ სიყვარულისგან ვერ დამიცვა-ჩაილუღლუღა ანიმ
-ვინმე გიყვარს?-სევდიანად იკითხა ანიმ და ცას გახედა,მზე ღრუბლებში იმალებოდა,ცემენტისფერი ღრუბლები კი სამახრეთისკენ მიიწევდნენ და გზადაგზა ყველაფერს თელავდნენ.ჰაერიც დამძიმებულიყო და ცივი ქარი ქროდა,სოფელი წვიმისთვის ემზადებოდა.
-კი,ის ისეთი ლამაზია,მართალია არ მინახია მაგრამ ვიცი,მე ის მიყვარს შავი თმები აქვს,ცისფერი ჩემზე უფრო ღია ფერის თვალები,დარწმუნებული ვარ ლამაზი ღიმილიც ექნება,ის საყვარელი და მეგობრულია,როცა ყველამ მიმატოვა,დედამ,მამამ და ყველა ჩემმა მეგობარმა ის ცემს გვერდით იყო და ახლაც ჩემს გვერდით ზის,არ ვარ ნაწყენი რომ ყოველდღე აგვიანებს,ვიცი უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს იმისდამიუხედავად მე დვინახავ თუ არა….


-სიყვარულს მიხსნი?-სანდროს სიტყვები შეაწყვეტინა და გაღიმა,მისი გულისცემა მთელს ეზოში ისმოდა,განსაკუთრებით კი სანდროს ესმოდა და ეღიმებოდა.
-ამ…დიახ,სიყვარულს გიხსნი!-დაბნეულმა და დარცხვენილმა ბიჭმა თავი დახარა.
-მეც მიყვარხარ სანდრო!-ანი სანდროსკენ მიიწია და ძლიერად ჩაეხუტა,ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი იყო მაგრამ ორივეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.


მათი იდილია კი ფარის ყეფამ დაარღვია
-შენც გვიყვარხარ,ფარი!-სიცილით წამოიძახა ორივემ და ფარიც ჩაიხუტეს,ახლა სამნი ეხუტებობნენ ერთმანეთს,სანდრო,ანი და ფარი.
არ აქვს მნიშვენლობა ადამიანია თუ ცხოველი,ბრმა არის თუ ყრუ,არ აქვს მნიშვნელობა ხეიბარია თუ უნარშეზღუდული,არ აქვს მნიშვენელობა მკვლელია თუ არა,ყველას აქვს გული.
მათაც შეუძლიათ სიყვარული!!!

აგვისტოს მოგონებები-ცეცხლი!

ტეგები

, , ,

აგვისტოს მოგონებები
(ეძღვნება აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს)
ავტორი: თამუნა გირგვლიანი
თარიღი: 8.09.2014
18:52

tumblr_m1hu7xbtmm1qg8ggio1_500_large4.gif

შავი ფერი ჭარბობდა,ღამე იყო,აგურისფერ ღრუბლებს მთვარე დაეფარათ,ღამეს მხოლოდ ცეცხლი ანათებდა,ყველა სახლს ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული,შორიდან კი ავოტომატების და ტანკების ხმა ისმოდა,სოფელი დაცარიელებულიყო.ზოგი სოფლიდან წავიდა სიმშვიდის ძებნაში,ზოგი კი ტყეში გაიხიზნა.
ომი-ის მოდის,ყველაფერს თელავს და არაფერს აქცევს ყურადღებას,მოდის,ჰაერში აიტაცებს ყველაფერს და ქარბორბალასავით დაატრიალებს .ზოგი დედას კარგავს,ზოგი მამას,მეგობარს ან ნათესავს,ზოგი კი შვილს.ის ყველაფერს ანადგურებს მის გზაზე და იმის მაგიერ რომ მოგვეპაროს ,ამაყად მოაბიჯებს და გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს.
აგვისტოს დღეებს ამძიმებს,სისხლის სუნით ჰაერია გაჭღნთილი, ნაცრის ფანტელები ჰაერში დაფარფატებენ.
-დედა!-წამოიკვილა 5 წლის ბიჭუნამ,იფიქრა დედა ხმას გამცემსო მაგრამ მხოლოდ სახლის ნგრევის ხმა გაისმა ,ცეცხლმა სახლი დააგრია.
-დედიკო!-კიდევ ერთხელ დაუძახა დედას მაგრამ დედა უკვე აღარ იყო,ცეცხლმა და სახლმა შთანთქა რომელშიც ადრე ცხოვრობდეენ,ბიჭუნას ღაჟღაჟა ლოყებზე ცრემლებმა გაიკვლიეს გზა.
-დედა!-კიდევ ერთხელ ამოსლუკუნა როცა ცეცხლში გახვეულ სახლს გახედა,ცეცხლი ლამის ცას სწვდებოდა,ცხელოდა და ირგვლივ დამწვრის სუნი ტრიალებდა,მთელი სოფელი ცეცხლში იყო გახვეული. წყვდიადს მხოლოდ ცეცხლი ანათებდა,შორიდან ტანკის ხმა გაისმა,ბიჭუნამ ბოლოჯერ გახედა ცეცხლწაკიდებულ სახლს სადაც დედა ეგულებოდა და გაქცევა დააპირა მაგრამ ,უკვე გვიანი იყო.ტანკი მის წინ გაჩერდა და მიწაზე 2 კაცი გადმოხტა,ერთი ჯმუხი ,უხეში ჩანდა და სასტიკი თვალები ჰქონდა

.მეორე კი ახალგაზრდა იყო,მას თითქოს არ უნდოდა აქ ყოფნა.სასტიკთვალებამ სრაფად დაუმიზნა ბიჭუნას ავტომატი.
-Как тебя зовут? (რა გქვია? )-ჰკითხა ბიჭუნას,ბიჭუნამ შეშინებული თვალებით შეხედა იარაღს და გაიხსენა როგორ ასწავლიდა დედა რუსულს.
-ნიკა!-უპასუხა და ხელები დამუშტა,გაქცევა უნდოდა,უნდოდა უბრაოდ წასულიყო,გაქცეულიყო,გაქცეოდა ამ ხალხს,მხოლოდ 5 წლის იყო მაგრამ ესმოდა რას ნიშნავდა ომი.
-НУ ,Ника,Теперь ты умрешь! (ნუ,ნიკა,შენ ახლა მოკვდები!)-დაისისინა კაცმა,მაგრამ მას ხელი მის გვერდით მდგარმა ახალგაზრდა ბიჭმა შეუშალა.
-Остановитесь !Он ребенок!( შეჩერდი,ის ბავშვია!)
-И что с того?(მერე რა?)-დაიღრინა კაცმა
-Не стреляй!(არ ესროლო!)-ბიჭმა ნიკას ანიშნა რომ გაქცეულიყო,ნიკამ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა ,შემდეგ კი ადგილს მოსწყდა და გაიქცა, ჰაერში რამდენიმე ტყვიამ გაიშხუილა მაგრამ არცერთი არ იყო განკუთვნილი ნიკასთვის.ცაში გასროლილი ტყვიები ოდესმე უკან ბრუნდებიან,ისევე როგორც ჩვენი ცოდვები გვიბრუნდება უკან.

ნიკა კი გარბოდა მაგრამ არ იცოდა სად,მხოლოდ ახსოვდა რომ დედა ყოველთვის უკრძალავდა ტყეში თამაშს და ის აქ არასდროს ყოფილა,მაგრამ გარბოდა და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ხედავდა.ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა,ცრემლები თვალახედვას ბინდავდა,წაიქცა მაგრამ არ ამდგარა,მოიკუნტა და ტირილი გააგრძელა,ახლა დედა მის გვერდით რომ ყოფილიყო ჩაეხუტებოდა და გაათბობდა,მაგრამ დედა აღარ იყო,უბრალოდ აღარ იყო.
სიცივისგან და ტირილისგან გაბრუებული იყო როცა ვიღაცამ ხელები შემოხვია და ხელში აიყვანა,ნიკას თვალები არ გაუხელია უბრალოდ მიეხუტა გადამრჩენელს.
-რა გქვია?-ჰკითხა მოხუცმა და ბიჭს დახედა
-ნიკა!-ამოიჩურჩულა ბიჭმა და ათრთოლებული ტუჩები ერთმანეთს დააჭირა
-მარტო ხარ ნიკა? დედა ან მამა სად არის?
-მამა ომშია,დედა ცაში!-უბრალოდ უპასუხა და თვალები გაახილა,მოხუცის სევდიან თვალებს შეხედა,ღამეში მაინც კარგად ჩანდა დასევდიანებული მოხუცის თვალები,სევდა ხომ არსად იმალება.
-დაიძინე,ხვალ ახალი დღე იქნება!-ამოიჩურჩულა მოხუცმა,ნიკამ თვალები დახუჭა,მოხუცმა მას მისი ქურთუკი მოახურა და ბიჭი გულზე მიიხუტა,უჭირდა მოხუცს ნიკას ხელით ტარება,უმარავჯერ შეისვანა მაგრამ მაინც ეღიმებოდა დაღლილს ,როცა ნიკას ბავშვურ და ამავდროულად შიშნარევს სახეს დაინახავდა,ნიკა კი თვალებს ძლიერად ხუჭავდა.უკვე თენდებოდა როცა მოხუცმა ნიკა მეტყევის სახლამდე მიიყვანა.შემდეგ კი სახლში შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა.
-დედიკო!-ამოისლუკუნა ნიკამ როცა თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა,აღარ იყო სახლი სადაც ცხოვრობდა,ეზო სადაც თამაშობდა,ბავშვები და უფროსები არავინ იყო ვისაც იცნობდა,მოხუცს გახედა.
-მამასთან წამიყვან ,ბაბუ?-გულდაწყვეტილმა ჰქკითხა ნიკამ
-სად არის მამაშენი?-ჰკითხა მოხუცმაც,ნიკამ კი მხრები აიჩეჩა.
-მამაშენი აუცილებლად გიპოვის!-ამოიჩურჩულა მოხუცვა და გაუღიმა,ნიკამ გულუბრყვილო სახით მივიდა მასთან და ჩაეხუტა.
კივილი,გასროლის,თვითმფრინავების და ტანკების ხმა ტყეშიც კი აღწევდა,ხალხი ნელ-ნელა იმატებდა და სოფლებიდან ტყეში მოდიოდა,მოხუცმაც მის სახლში უამრავი შეიფარა,მაგრამ ნიკა მაინც პირველი იყო.მაგრამ ხალხის მატებასთან ერთად ნიკა სულ უფრო და უფრო ნაღვლიანდებოდა
-ხომ დამპირდა რომ მამა მიპოვიდა? რატომ არ მოდის?-თავის თავს ეკითხებოდა და მდინარეში კენჭების გადაყრით ერთობოდა,მხოლოდ 3 დღე იყო გასული მაგრამ ნიკა მაინც ატირებული იძინებდა,უკვე ღამე იყო,ქარი “ღმუოდა” და სახლის ფანჯრებს ეხეთქებოდა,არ ციოდა უბრალოდ ყველა ერთმანეთს იყო მიხუტებული,მახუცსაც ნიკა ჰყავდა ჩახუტებული,როცა კარზე კაკუნი გაისმა,ქალები წამოხტენ და ბავშვების დამალვას შეუდგნენ,მოხუცი კი კართან მივიდა.
-არ დავიმალები,იქნება მამაჩებია!-წამოიყვირა ბიჭმაც და სანამ ვინმე რამის თქმას მოსაწრებდა კარი გააღო,სიბნელეში სახლში დანთებული სანთლების შუქი გაიჭრა,კართან დაახლოებით 4 ჯარისკაცი იდგა,უფროწორად ერთი ეჭირათ,დაჭირილი იყო.


ფორმაზე გამოსახული პატარა საქრთველოს დროსა და სახელი სწრაფად ამოიკითხა ნიკამ.
-დაჭრილი გვყავს ,ხომ მიგვიღებთ?-იკითხა ჯარისკაცმა ქართულად რამაც ყველას შევბა მოჰგვარა,მოხუცმა თავი დაუქნია ,ქალებმა ბავშვები სამალებიდან გამოიყვანეს,ჯარისკაცებმა სწრაფად შემოაბიჯეს სახლში და ნიკამ დაინახა მათ შორის ნანატრი სახე.მამა!
-მამა!-წამოიძახა ,მაგრამ ხმა ჩაუწყდა როცა დაინახა ჯარისკაცებმა მამაისი საწოლზე როგორ დააწვინეს.
-მამაშენია?-ჰკითხა მოხუცმა და დაჭრილი ჯარისკაცისკენ მიუთითა,რომელიც ძლივსღა სუნთქავდა.ნიკამ თავი დაუქნია და საწოლზე აბობღდა.
-მამა,მამიკო გაახილე რა თვალები!-დაუყვირა ნიკამ და მამას ჩაეხუტა.ჯარისკაცმა ძლივსღა გაახილა თვალები და ნიკას ახედა.
-ნიკა,დიდი ბიჭი ხარ და დედას მიხედე კარგი?-ამოიჩურჩულა
-დედა აღარ არის!-უპასუხა ატირებულმა,ჯარისკაცს თვალები მიეხუჭა.
-მაშინ შენს თავს მიხედე,ნიკა!-ამოიჩურჩულა და თვალები სამუდამოდ დახუჭა,საბოლოოდ ჩაისუნთქა და საქართველოს სისხლის სუნით გაჯერებული ჰაერი მის ფილტვებში მიმოიფანტა
-მამიკო!-ამოიჩურჩულა ნიკამ და ძლიერად ჩაიხუტა მამის უკვე გაციებული სხეული.
კიდევ რამდენიმე დღე გავიდა და ტყვის სახლში მაცნე მოვიდა რომელმაც ხალხს ახარა რომ ომი დასრულდა.
მაგრამ სიხარულს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული სევდა უშლიდა ხელს.
ზოგმა დედა დაკარგა,ზოგმა მამა,ზოგმა ნათესავი,მეგობარი ან შვილი დაკარგა.
უმისამართო ტყვიებმა ბევრი მსხვერპლი მოიტანა,ბევრის ცხოვრება გაანადგურა,ბევრისას დაღი დაასვა მაგრამ მთვარი მხოლოდ ის იყო რომ ომი დამთავრდა,საშინელი ქარიშხალი ჩადგა და ის აღარავის სიცოცხლეს აღარ შეიწირავდა.

“შემოდგომის აზნაურები”-სამანიშვილის დედინაცვლის მიხედვით

ტეგები

, , ,

დავით კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ყოფა-ცხოვრების ასახვა. გაღატაკებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალობას. მათი ტრაგიკული ყოფა მწერალმა კომიკურ ჟანრში გადმოიტანა. სწორედ პერსონაჟების სახასიათო, კუთხური მეტყველება, მანერები, ინდივიდუალიზმი განაპირობებს მწერლის განუმეორებელ სტილს. იმერული სიამაყის წყალობით მოთხრობის გმირები ცდილობენ გარეგნულად შეინარჩუნონ თავიანთი სიამაყე

“სამანიშვილის დედინაცვალი” ჟანრობრივად ტრაგი-კომიკური ნაწარმოებია. ტრაგიზმის საფუძველი, ერთი შეხედვით, საერთო გაჭირვება და სიღარიბეა.

 დავით კლდიაშვილი მხოლოდ ირონიისა და იუმორის საშუალებით გადმოგვცემს გადაგვარების გზაზე მდგარ თავადაზნაურების ცხოვრებას..ავტორი დასაწყისშივე მკითხველს კეთილად განაწყობს “ერთობ გადაპრანჭული” მამისაგან,რადგან მამისაგან განსხვავებით პლატონი არ თაკილობს მიწაზე მუშაობას.
“თავის ცოტაზედაც კმაყოფილი,ამ თავის მცირედზეც ბედნიერი,იგი გულმოდგინეთ ურტყამდა თოხს მიწას…”
ჩვენ შეგვიძლია პარალელები გავავლოთ “გამზრდელთან” : რთულ ცხოვრების უარმყოფი,მცირედითაც კმაყოფილი.,აქვე აღვნიშნავთ იმასაც რომ “სამანიშვვილის დედინაცვალი” 1897 წლით თარიღდება,ხოლო “გამზდელი” – 1898-ით.
ცოლ-შვილსა და მოხუც მამაზე მზრუნავი პლატონი თავშეკავებული და ზრდილი კაცია.მაგგრამ ბეკიას ცოლის მოყვანის სურვილი მას გულს აუმღვრევს და გაამწარებს,ამიტომ ის ათას ხრიკზე მიდის და ცდილობს იპოვოს “ორნაქმარევი” და უშვფილო დედაკაცი. თავიდან მისი სისასტიკე იკვეთება ცხენთან მიმართებაში.
“ამ კაცმა თავის თავმოყვარეობის დაცვა ამჯობინა მის შებრალებას”
კარდაკარ მგზავრობა ახირებული აზნაურის ს დედინაცვლის საძებნელად ავტორს გამოყენებული აქვს რომ უკეთ გაგვაცნოს აზნაურებიც ყოფა ცხოვრება.
დავით კლდიაშვილის ყოველი გმირი ისე ცოცხლად არის ამოჭრილი ცხოვრებიდან რომ შეუძლებელია ღიმილი არ მოგგვაროს!
მაგრამ ბოლოს პლატონს ბედი უმუხთლებს ,ის თავიდან ვერ აიცილებს უბედურებას.
ორჯერ ნაქვრივალ ქალს მაინც ეყოლება შვილი და ისიც ვაჟი.
ელენეს ფეხმძიმობის ამბავი კი პლატონისთვის “თმაზარდამცემი,გულის ამრევი და ჭკუაზე შემშლელი” აღმოჩნდება.
პლატონს ყველაფერზე გული უცრუვდება,გაჭირვეულდება და დაეკარგება მოთმინება.
მაგრამ როგორც ამბობენ ნათელს ყოველთვის ახლავს ბნელი.
დედის გარდაცვალების შემდეგ ცოლ-ქმარმა “გააორკეცა მოხუცებული მამის პატივიცცემა” ეს ერთობ გულისამაჩუყებელი ოქნებოდა რომ არ არსებულიყო ამის პირობა. პლატონს თავიდანვე ეშინოდა მისი მამის ახირებების და სწორედ ამას უფრთხოდა.
როცა კირილემ გაიგო ,თუ რა საქმეზე მიადგა მას პლატონი,მყის მზაობა განაცხადა მაგრამ ამასაც გააჩნდა წინაპირობა. კირილე ერთობის გამო კი არა,ღვინისა და გართობის საძებნელას მიჰყვება სინამდვილეში სიძეს.
“პლატონ სატირალში არ მივიდეთ?”-ესეც კირილეა,ალბათ ზოგი იფიქრებს რა კარგი ადამიანია,სხვისი ჭირიც ახსოვსო მაგრამ კირილე სატირალშიც კი “ქელეხის ხათრით” მიდის და არა ცრელების საღვრელად.
ასე რომ,დავით კლდიაშვილის გმირებში მოყვასის სიყვარულის წაღმართი გრძნობაც უკუღმართი ვნებებითაა შეცვლილი.

პლატონ სამანიშვილის სიტყვები “-მე შემიბრალა ვინმემ?”-ამა თუ იმ ფორმით დავით კდაშვილის ყველა ნაწარმოებში გაისმის და მართლაც შეიბრალა პლატონი ვინმემ?!

უბრალოდ მჭირდები….

ტეგები

, ,

getImageმე შენ მიყვარხარ მაგრამ ვუფიქრდები
უსასრულობაში ფრნით ვიღლები
შენს ცისფერ თვალებზე უკვე ვგიჟდები
და შენი სურათის დანახვისას წამიერად ვიბნევი
ცრემლებით იაფრება შენი სურათები
ასე მგონია ნელ-ნელა ვგიჟდები
ყველგან მელანდება შენი თვალები
მხოლოდ ერთს გეტყვი, -მე შენ მჭირდები
მიდის წუთები ,მე კი ვიღლები
მხოლოდ ერთი მშველის, შენი სიმღერები
შენი ხმა,შენი ტუჩები,შენი თვალები
მე შენზე ვგიჟდები, მე შენ მჭირდები

მე მსახიობი ვარ ანუ როგორ მოვაჩვენოთ ხალხს თავი ძლიერად !

ტეგები

,

getImage

მე უკვე მივეჩვიე მსახიობობას, მივეჩვიე ხელოვნურად სიცილს,ტირილს როცა საჭიროა,მივეჩვიე თავის ამაყად დაეჭერას როცა სინამდვილეში არ ვარ ამაყი,მივეჩვიე ცხოვრებას ისეთს როგორიც ის სინამდვილეშია,როცა სახლის კარს ვაღებ და ნაბიჯებს ვდგამ ყოველთვის ღიმილირნი სახხები მხვდება თვალში,მაგრამ ვიცი ამ ღიმილის უკან რაც იმალება, “გამარჯობას” ისე ვამბობ რომ ზედაც ა ვუყურებ შურით და ზიზღით გამსჭვალულ სახებს.

ზოგჯერ იმის ხასიათზეც არ ვარ რომ გამარჯობა ვთქვა ,არ ვიტყვი და კვლავ ჭორაობის საბაბი გავხდები,როგორც ყოველთვის. დედა მეუბნება რომ გავიზარდე  და ეს ასეცაა,უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ რას ამბობებენ ჩემზე,ადრე კი მწყინდა და ვტიროდი რამდენიმე სიტყვის გამო

1098263_452153801569324_843320372_n

 

უბრალოდ  ვერ შევძელი სიტყვები დამევიწყებინა, ვერ შევძელი და თითეული სიტყვა რომლითაც მამცირებდნენ კვავ გონებაში მიტრიალებს,იმ ადამიანებს ახლა ვუღიმი,თითქოს არაფერი არ მახსოვს,გულში კი სიკვდილს ვუსურვებ!

გინდა ჩანდე ძლიერი? უნდა გახდე ძლიერი! არ მყავდა მეგობარი მაგრამ არც დამჭირვებია იმის გასაცნობიერებლად რომ არავის აქვს უფლება დამცინოს!

აღარავის წინ აღარ ვხრი თავს,არ ვაძლევ უფლებას რომ დამამამციროს,აღარ ვაძლევ უფლებას გული მატინონ,მათი სიტყვები ერთ ყურში  შედის და მეორედან გამოდის! თითქოს მთელს მსოფლიოს ვეომები,მაგრამ სიძლიერეს უკუჩვენებაც აქვს სამწუხაროდ 😦

უკვე მშობლებსაც აღარ უსმენ,მხოლოდ მუსიკა,მხოლოდ როკი რომელსაც შენი ესმის! რომელიც ყოველთვის გიხნის დეპრესიიდან,რომელიც არასდროს მიგატოვებს!

მსახიობობ და როლში ძლიერად შედიხარ,იმდენად ძლიერად რომ ყველას სწორედ ასეთი ჰგონიხარ.

გიჟი,უდარდელი,უზრდელი რომელიც ეპასუხება ყველას 😦

მაგრამ შინაგანად კვლავ ის რჩები რაც ხარ,სევდიანი,ყველასგან დამცირებული გოგონა რომელიც ხალხს აჯერებს იმას რომ ძლიერია და რომ მათ წინააღმდეგ იბრძვის !!!

 

შენიშვნა

სანდო

ტეგები

სანდო

getImage (7)

-რაც ტასო დაიბადა,ჩემზე აღარ ზრუნავთ! მხოლოდ ტასო გაინტერესებთ! მე თქვენთვის აღარ ვვარსებობ!
-სანდრო, ნუ ამბობ იმას რაც სიმართლე არაა!-მიყვირის დედა
-როგორ არა,მარტო ტასო ისმის ამ სახლში! ტასოს ის უნდა,ტასოს ეს უნდა, ტასოს ის სჭირდება,ტასოს ეს სჭირდება,ჩემზე აღარ ფიქრობთ! ამოვიდა ყელში!- კიდევ ერთხელ დავიყვირე ,დედაც გაბრაზდა და სილა გამაწნა
-აი კიდევ ტასოს გულისთვის! მის მეტი არაფერი გაინტერესებთ!-მოთმინების ფიალა მევსება და ჩემს ოთახში შევრბივარ,კარს ძლიერად ვიჯახუნებ და გასაღებით ვკეტავ
-სანდრო! ახლავე გამოდი ოთახიდან!
-არ მინდა და არ გამოვალ! ვერ ვიტან მაგ ბავშვს , ვერ ვიტან ტასოს, მეზიზღება! -ვყვირივარ და თან ყურსასმენებს ვეძებ,მალევე ვპოულობ და ვიკეთებ. დედაჩემის ყვირილს მუსიკის მაღალი ხმა ცვლის, სულ სხვა სამყაროში ვეშვები,საწოლზე ვწვები და ჭერს ვაშტერდები,დრო იწელება.
ტასოზე ვფიქრობ, რაც ის დაიბადა ,მე ყურადღებას აღარ მაქცევენ,თველები დავხუჭე და გავინაბე
უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი,შევკრთი და თვალები გავახილე,დედაჩემის დანახვისთანავე ყურსასმენები მოვიხსენი და დაძაბული ხმით ვკითხე
-როგორ შემოხვედი ? მე ხომ კარი ჩავკეტე!
-გასაღები მქონდა!-მოკლედ მომიჭრა
-რა გინდა?!-საწოლზე წამოვჯექი და თვალი-თვალში გავუყარე
-მე არ მცალია და ტასო ბაღიდან გამოიყვანე,ხელთათმანები წაიღე,ხელები გაეყინება!
-ისევ ტასო!-ირონიულად ჩავიცინე,დიდი ხვეწნის შემდეგ დედამ დამითნხმა.ხელთათმანები მაინც არ წავიღე


გარეთ თოვდა,სიცივე მთელს სხეულში აღწევდა, ბაღის შენობაში შესვლისთანავე მომიყვანეს ტასო
-წამოდი!-უხეშად ვუთხარი და შენობიდან გამოვედი,ისიც გამომეკიდა და თან რაღაცას მიყვებოდა. მე ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული და მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი
-სანდო,მისმენ?-მკითხა წკრიალა ხმით
-მე სანდო კი არა ,სანდრო მქვია!
-ალა,სანდო!-გაჯიუტდა,მის ლაპარაკზე გამეღიმა, რ-ს ვერ ამბობდა, ან ამოიღებდა ან მის მაგიერ ლ-ს ამმბობდა,ან კი საერთოდ გამოტოვებდა.თავი გავაქნიე და წინ წავედი,რამდენიმე წუთში კი უკან მივბრუნდი და ტასოს შევხედე
-არ მოდიხარ?-გაბრაზებულმა მკაცრად ვკითხე,ტასომ თავი გააქნია და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა რაც იმას ნიშნავდა რომ მალე მისი ცრემლების მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა
-სანდო,რატო არ გიყვარვარ?-ამოიბუზღუნა,ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა,ან რა უნდა მეპასუხა? თვითონაც არ ვიცოდი
-რა სისულელეებს ამბობ,მიყვარხარ!
-აბა დედას რატო უყვიროდი ,ვერ ვიტანო?-ბავშვური მიამიტობით მკითხა,ხელები სიცივიგან გაჰყინვოდა,ლოყები კი სულ გასწითლებოდა
-გაიგე?-ინტერესით ვკითხე
-სანდო რატო ვერ მიტან?-მკითხა აცრემლებულმა, ტასოს მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე,გაყინული ხელები ჩემს ქურთუკის ჯიბეში ჩავადებინე და მივიხუტე
-დედას კი ვეუბნები მაგრამ მაინც მიყვარხარ,სულელო!
-რატო ატყუებ?
-იმიტომ რომ მეც მინდა ყურადღება!
-არ მჯერა!-ჩაიბურტყუნა ,მის სიტყვებზე გამეცინა და შუბლზე ვაკოცე
-შეგცივდა?-ღიმილით ვკითხე,მან თავი დამიქნია, ჩემი ხელთათმანები გავიხადე დამას მივეცი. ეტყობოდა რომ დიდი ჰქონდა და სასაცილოდ აფართხუნებდა
-აბა რას მიყვეოდი?-სიცილით ვკითხე,ის კი სულელივით გაიკრიჭა
-ნინი გავწეწე!
-რა? რატომ?-გაკვირვებულმა შევხედე
-გიოს აკოცა!-ახლა საერთოდ თვალები ვჭყიტე
-მე ვინც მომწონს!-თავისი ჭკუით ამიხსნა,მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი,შეხედეთ ერთი ამ 4 წლის ბავშვს!
-ჩემი სულელი!-სიცილით ჩავეხუტე
-სანდოოო!
-რა?
-მეც მიყვარხარ!-გამიღიმა
-მეც,სულელო,მეც!
ამასობაში სახლში მივედით,დედა უკვე წასულიყო სამსახურში.ძიძა დავითხოვე და ტასოსთან ერთად ვუყურე მის საყვარელ მულტფილმებს
ღამით მის საწოლში ჩავწვინე და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე
-სანდო!
-გისმენ!-მისკენ შევტრიალდი
-სანდო,მხოლოდ დღეს გიყვარვარ?-საწყლად მკითხა
-არა სულელო,ხვალაც მეყვარები ,ზეგაც და სულ მეყვარები!-მივედი და ჩავეხუტე
-სანდო,ზღაპარს მომიყვები?-თავი დავუქნიე და გვერდით მივუწექი
-იყო და არა იყო რა, იყო ერთი პრინცესა……-ზღაპარს ვუყვებოდი და თან მომღიმარ ტასოს ვუყურებდი,თურმე რა ცოტა სჭირდება ბავშვს ბედნიერებისთვის,მას ჩაეძინა და მეც მასთან ერთად გადავეშვი სიზმრების სამყაროში
მას მერე დიდი დრო გავიდა,ტასო გაიზარდა,უკვე 16 წლისა,მაგრამ ის დღე არც მე და არც მას არ დაგვვიწყებია. მე კი ისევ სანდოს მეძახის სანდოს მაგიერ როცა უნივერსტეტიდან სახლში დაღლილი ვბრუნდები,ტასოს ყვირილი მესმის
-სანდო მოვიდა!-ყვირის და სახლიდან გამორბის,მეც ხელებს ვშლი და ძლიერად ვიხუტებ,თითქოს ისევ ის 4 წლის გოგონა იყოს

 

cdf208f88d9e

 

ბოლო არ უჩანს

ტეგები

ბოლო არ უჩანს

ნაცრისფერ ღრუბლებს
ხასხასა მდელოებს
ბოლო არ უჩანს
მზე არ ანათებს
და თითქოს შორიდან მოსჩანს
იისფერ მთვარეს
და თეთრ დერეფნებს
ბოლო არ უჩანს
და ხის ფოთლებსაც შეჰპარვია
თურმე ჭკნობა
ცხოვრებით დაღალულს მხოლოდ შენ დამრჩი
და კარგად ვიცი ვერ გადავიტან მე უშენობას
გრძნობების ბრძოლებს
და ღამეულ ფიქრებს
ბოლო არ უჩანს
მზე არ ანათებს
და ხის ფოთლებსაც შეჰპარვია
თურმე ჭკნობა…

მსხვერპლი

ტეგები

getImage

მსხვერპლი

ისევ სიჩუმე,სიბნელე და აცრემლებული თვალები,სიცივისგან ვკანკალებ
-ნუ ხართ ჩუმად!სიჩუმე ჭკუიდან მშლის!-ყვირილს იწყებს ერთ-ერთი მსხვერპლთაგანი
ხმას არავინ ვიღებთ,ყველას ეშინია, მე კი არა. სიბნელე და სამარისებული სიჩუმე სუფევს,ზოგჯერ ყვირილის და გასროლის ხმა ისმის
-გთხოვთ ,გემუდარებით!-ისევ ისმის ყვირილი,მუდარა, ზოგს შანს აძლევენ,მაგრამ მე ამის შანსიც არ მაქვს. მე ქალი ვარ. ავღანეთში კი ეს არაფერს ნიშნავს თუ ახლობელი ადამიანი არ გყავს, ფიქრებს გასროლის ხმა მაწყვეტინებს,კარი იღება და კიდე ერთი ადამიანი გაჰყავთ
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა,საკანში მხოლოდ ორნი დავრჩით
-თქვი რამე!
-სათქმელი არაფერი მაქვს!-ვამბობ და ცივ კედელს ვეყუდები
-არ გეშინია?-ჩურჩულით მეკითხება
-არა!-ვპასუხობ და ისევ იგივე მეოდება…. მუდარა ,ხვეწნა და ბოლოს გასროლის ხმა,შემდეგ კი ისევ კარები იღება და კიდევ ერთი გაჰყავთ. მარტო ვრჩები ,ვცდილობ არ ვიფიქრო არაფერზე,ისევ გასროლის ხმა.
ახლა ჩემი ჯერიაtumblr_m1hu7xbtmm1qg8ggio1_500_large4.gif
კარი ისევ იღება,ვიღაც ხელს მკიდებს და დერეფანში მიმათრევს, ახლა რა მოხვდება? მალე ყველაფერი დამთავრდება. მე მომკლავენ! ვიღაც კაცის წინ დამაყენეს. არ მეშინია. არ ვყვირი.
იარაღს მიმიზნებენ, მე კი თვალებს ვხუჭავ და მოთმინებით ველი როდის გავიგებ გასროლის ხმას
მზად ვარ!
-მოიცადე! არ მოკლა!-უცნობის ხმა მესმის,მაგრამ თვალებს არ ვახელ
-რატომ?
-მას სიკვდილის არ ეშინია! მან სიკვდილი დაამარცხა!
-მერე?-იკითხა მეორე ხმამ
-ჩვენ ის გვჭირდება!
თვალები გავახილე და მომღიმარ კაცს გავხედე
-შენ შანსი მიიღე!-მითხრა და ცხოვრება ახლიდან დავიწყე.
ახალი იმედები მაგრამ ძველი მოგონებებით . რადგან შეუძლებელია დაივიწყო ,როგორ დაამარცხე სიკვდილი და მიიღე კიდევ ერთი შანსი რომ იცხოვრო…. ისუნთქო….შეიყვარო…..

როცა ერთი კოცნა ყველაფერს ცვლის!

ტეგები

, ,

cropped-getimage-44.jpg

როცა ერთი კიცნა ყველაფერს ცვლის !

მზის მწველ სხივებს ლეღვის ხის ქვეშ შევეფარეთ

-არ გინდა მაკოცო?-მკითხა გივიმ

-არა!-ბავშვივით  დავეჯღანე და ენა გამოვუყავი

-ისევ ბავშვი ხარ!-გაეცინა მას

-ბავშვი არ ვარ!-ტუჩები გავბერე,გივიმ ტუჩებზე თითი გადამიცვა

-მიყვარხარ!-მთელი გულით მითხრა

-მეც-გავუღიმე მე ის დღე იყო და ის დღე,მას შემდეგ აღარ მინახია,ის ღმეღთმა წაიყვანა ახლა პარკში ვიჯექი და მასზე ვფიქრობდი,ჩემს წინ მოხუცი ქალი გაჩერდა და მე შემომხედა

-გინდა გიმკითხაო?-გაკვირვებულმა შევხედე

-ფული არ მაქვს!-ვთქვი რადგან მომესორებინა

-ფული არ მინდა,შენ ისეთი ოცნება გაქვს რომ უეჭველი აგიხდება!-გამიღიმა მოხუცმა

-ქალბათონო,სიმარტლე გითხრათ ასეთი რაღაცეების არ მჯერა

-ვიცი!-ჩაიბურტყუნა

-ეს შეჭამე და ოცნება აგიხდება!-ხელში მომაჩეჩა

  ერთ უბრალო კანფეტი,გაკვირვებულმა დავხედე კანფეტს  და როცა თავი ავწიე ის უკვე აღარ იყო,თითქოს მიწამ ჩაყლაპაო კანფეთი სევჭამე და თან გივიზე ვფიქრობდი,უცებ ყველაფერი შეიცვალა მე წარსულში დავბრუნდი და გივის გვერდით ხის ძირში გავჩნდი

-მიყვარხარ!

მეც!-ვთქვი და ტუჩებში ვაკოცე თვალები გავახილე და ჭერს ავხედე,სიზმარი ყოფილა,ავდექი და სკოლაში წავედი

-გამარჯობა!-მივესალმე კლასელებს და ჩემს ადგილზე დავჯექი

-გამარჯობა ,ჩემო დედოფალო!გაისმა გივის ხმა და მერხზე წითელი ვარდი დამიდო

-გივი!-ვიკივლე და ყელზე ჩამოვეკიდე

-ვიცოდი რომ წითელი ვარდ…-სიტყვები ჩემმა კოცნამ გააწყვეთინა უცებ დავინახე ის ქალი ,რომელმაც კანფეტი მომცა,მან გამიღიმა და გაქრა